Skip to main content

Posts

Showing posts from September, 2024

როგორ იტყუება ოცნება აგვისტოს ომზე (და არამარტო)

ქართული ოცნების ბოლო პერიოდის პროპაგანდა საინტერესოა, ნაწილობრივ იმიტომ რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში საგარეო კურსის ასეთი სწრაფი ცვლილება უპრეცედენტოა. მეორემხრივ, ოცნებამ ისევ დღის წესრიგში დააყენა აგვისტოს ომის საკითხი, კერძოდ კი საქართველოს იმდროინდელი მთავრობის პასუხისმგებლობა. ნაციონალური მოძრაობის “გასაშავებლად” აგვისტოს ომის თემატიკა ქ.ოცნებას მანამდეც გამოუყენებია, მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც. ამ წინასაარჩევნო კამპანიაში აგვისტოს ომი “გლობალური ომის პარტიის” და “გარე ძალების” კონტექსტში განიხილება, რაც შედარებით ახალია. ოცნების და პროსახელისუფლებო მედიების მტკიცებით, სააკაშვილი “გარე ძალების” ინსტრუქციებს ასრულებდა. მაშ, ომიც დიდწილად ამ “გარე ძალების” დამსახურებაა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: “დავალების შესაბამისად, მოღალატე ‘ნაციონალურმა მოძრაობამ’ 2008 წელს ცეცხლის ალში გაახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. პრაქტიკულად იგივე გაიმეორეს კალაძემ და სხვებმაც.  მავანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ აშშ-ის სამხედრო მოკავშირეობა, საქართველოსთვის არაა მიზანშეწონილი....