Skip to main content

Posts

Showing posts from 2018

აგვისტოს ომი და საქართველოს პასუხისმგებლობა

კონფლიქტს, ჩვენ ქვეყანასა და რუსეთს შორის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ისტორიის მანძილზე კი კონფლიქტის გამოსავლიანობა, ჩვენი ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელი არასდროს ყოფილა. საქართველოს მოქალაქეებისთვის, პრაქტიკულად ისტორიული კანონია, რომ რუსეთი და საქართველო მუდმივ კონფლიქტში უნდა იყვნენ ერთმანეთთან, აქედან გამოსავალი კი მხოლოდ ერთერთის გამარჯვებაა. ერთ მხარეს არის საქართველო, რომელიც ბოლო წლებია ილტვის უფრო დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების შექმნისკენ, მეორე მხარეს კი- რუსეთი, რომელიც ოდითგანვე ავტორიტარული იყო და მსოფლიოს დომინირების ამბიცია ამოძრავებდა. თავისუფალი საზოგადოების შენარჩუნების ერთადერთ გზად ისახება ნატოს წევრობა. ეს მოსაზრება იმდენად გაბატონოებულია ქართულ ინტელექტუალურ წრეებში, პოლიტიკურ ელიტებში და უბრალო საზოგადოებაშიც, რომ სხვა გზა, რომელიც წარმატებით დანერგავს მშვიდობას, უბრალოდ არც განიხილება. ნებისმიერი მცდელობა, ქართული საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც ეწინააღმდეგება ნატოში გაწევრიანებას, წარმოადგინოს ალტერნატივა, მომენტალურად იგმობა, განსაკუთრებით კი ს