Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2019

ვენესუელა- არსებული მდგომარეობა და ინტერვენციის პერსპექტივები

    პირველ რიგში, ღირს განვიხილოთ „სოციალიზმის“ ბრალდებები;   ვენესუელა არნახული მასშტაბის ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება. ეკონომიკური რეცესიის მთავარი მიზეზის პოვნა საკმაოდ მარტივია- ნავთობი. ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ეყრდნობა ნაციონალიზებული ნავთობის ექსპორტს. ბოლო წლებში, ნავთობის ფასის კლება და საეჭვო ეკონომიკური გადაწყვეტილებები, მიღებული ჯერ ჩავესის და მოგვიანებით მადუროს მიერ, მეტწილად განაპირობებს ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობას ვენესუელაში. დაახლოებით იგივე (თუმცა ბევრად მცირე მასშტაბის) ჩავესის მოსვლამდე ერთი წლით ადრე, როდესაც ინფლაციამ 90 პროცენტს მიაღწია. ისიც აღსანიშნავია, რომ ვენესუეალაში ნავთობწარმოების ნაციონალიზაცია მოხდა 1976 წელს [1] , ჩავესამდე ბევრად ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვენესუელას „ანტი-კომუნისტური“ მთავრობა ჰყავდა, რომელიც დასაბამს იღებს ჯერ კიდევ 50იანი წლებიდან. ნავთობის ნაციონალიზაციას არაფერი კავშირი არ აქვს „სოციალიზმთან“ . ნავთობის რესურსის უმეტესობა ან სრული მარაგი ნაციონალიზებულია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ქუვეითი, ირანი, რუსეთი, ნორვეგია,