Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2017

სინტაქსი, სემანტიკა და ევოლუცია

სინტაქსი, სემანტიკა და ევოლუცია (მოკლე მიმოხილვა) ეგვიპტის ბრძენნი და ფარაონი დიდ ხანს მსჯელობდნენ, შეძლებდა თუ არა ადამიანი სიტყვის თქმას ისე, რომ არავის ხმა არ გაეგო. ამ მიზნით ფარაონმა ბრძანება გასცა, ჩვილი იზოლირებულ ოთახში გამოეკეტათ მანამ, სანამ იგი 2 წლის არ გახდებოდა, მიეცათ საჭმელი და სასმელი, ოღონდ სიტყვის უთქმელად. აასრულეს მსახურებმა ფარაონის ბრძანება და ბნელ ოთახში გამოკეთეს საწყალი ჩვილი, რომელიც სინათლეს მხოლოდ მაშინ ხედავდა, როცა მის გამოსაკვებად შედიოდნენ. ერთ მზიან დღეს, როდესაც ბავშვი უკვე 2 წლის იყო, მსახურმა შეაღო კარი საჭმლის შესატანად. ნათელი კორიდორიდან შესული სინათლე ბავშვის თვალებში ირეკლებოდა, როცა მან დაიჩურჩულა: „ამონ რა“. პირველი, მეტწილად მეცნიერული ნაშრომი ენის სტრუქტურის შესახებ ეკუთვნის როჯერ ბეკონს; 1245 წლის „გრამატიკის მიმოხილვაში“ .მისი დაკვირვებით, არსებობს გარკვეული გრამატიკული კანონები, რომლებიც უნივერსალურია ყველა ენისთვის. სტრუქტურული ვარიაციები ყველა არსებულ და მომავალ ენაში, მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანია, მაინც ლიმი

თავისუფალი ბაზარი?

შესავალი:  სანამ რამის განხილვას დავიწყებდე, მგონი ჯობს რამოდენიმე ტერმინი განვმარტო; მაგალითად „კაპიტალიზმი“ და „ნეო-ლიბერალიზმი“. ბოლო დროს საქართველოში ამ ორ სიტყვას ისე ისვრიან, ეჭვი არ მეპარება ბევრი დაფიქრდა თუ რეალურად რას ნიშნავს ან ერთი ან მეორე. კაპიტალიზმი ძალიან მარტივად რომ შევაჯამო, არის იდეოლოგია რომელიც აქცენტს აკეთებს ინდივიდუალურ თავისუფლებაზე და წარმოების საშუალებები იდეალურ შემთხვევაში არის კერძო. ტრანზაქციები, პროდუქტების, სერვისების გაცვლა და სიმდიდრის აღრიცხვა კი ხდება ფულის ერთეულით.  “ ნეო-ლიბერალიზმის ” თანახმად სახელმწიფოს ან კოლექტივების მიერ კონტროლირებადი საწარმოო საშუალებები და ბიზნესები უნდა გადავიდეს კერძო საკუთრებაში. ნეო-ლიბერალიზმის ფარგლებში სახელმწიფოს ჩარევა კერძო სექტორის ფუნქციონირებაში მიჩნეულია არა-მომგებიანად როგორც მიმწოდებლებისთვის და მომხმარებლებისთვის, ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის. „პროტექციონიზმი“ ნიშნავს რაიმე კერძო ბიზნესის გამოსყიდვას ან სუბსიდირებას სახელმწიფოს მიერ. „თავისუფალი ბაზარი“ გულისხმობს პროდუქტის და კაპიტალი