Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2019

რატომ ვენესუელა? (ჰუმანიტარული დახმარება ამერიკულ სტილში)

  მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც მოქალაქეებს შორის, რომლებიც სულ მცირე ილუზიას მაინც იქმნიან რომ ემხრობიან თავისუფალ და სამართლიან საზოგადოებაში ცხოვრებას, არსებობს გარკვეული კონსენსუსი ყველაზე პრიმიტიულ მორალურ მტკიცებებზე, როგორიცაა; უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა უსამართლოა, გაუპატიურება დაუშვებელია, და ასე შემდეგ. თუმცა რახან საქართველოში, უკუღმართ ფილოსოფიაზე გამოზრდილ ინტელიგენციას, ლოგიკური აზროვნების უნარი არ შესწევს, ეს მარტივი დებულებები ხშირად უარყოფილია, თუ რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებია ვითარებაში ჩართული. ამ შაბათს, ვენესუელაში შეტაკებები მოხდა სამთავრობო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა და დაშავებულების დიდი რაოდენობა. შეტაკება გაიმართა აშშ-ის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების გამო, რომელიც ვენესუელას მთავრობამ ქვეყანაში არ შეუშვა. მოგვიანებით, ლიმას ჯგუფმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს კონვენციური ბრალდებები მადუროს მიმართ, რომ ის დიქტატორია და ვენესუელაში მთავრობის ცვლილება სასწრაფოდ უნდა მოხ