Skip to main content

რატომ ვენესუელა? (ჰუმანიტარული დახმარება ამერიკულ სტილში)




 მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც მოქალაქეებს შორის, რომლებიც სულ მცირე ილუზიას მაინც იქმნიან რომ ემხრობიან თავისუფალ და სამართლიან საზოგადოებაში ცხოვრებას, არსებობს გარკვეული კონსენსუსი ყველაზე პრიმიტიულ მორალურ მტკიცებებზე, როგორიცაა; უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა უსამართლოა, გაუპატიურება დაუშვებელია, და ასე შემდეგ. თუმცა რახან საქართველოში, უკუღმართ ფილოსოფიაზე გამოზრდილ ინტელიგენციას, ლოგიკური აზროვნების უნარი არ შესწევს, ეს მარტივი დებულებები ხშირად უარყოფილია, თუ რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებია ვითარებაში ჩართული.

ამ შაბათს, ვენესუელაში შეტაკებები მოხდა სამთავრობო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა და დაშავებულების დიდი რაოდენობა. შეტაკება გაიმართა აშშ-ის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების გამო, რომელიც ვენესუელას მთავრობამ ქვეყანაში არ შეუშვა. მოგვიანებით, ლიმას ჯგუფმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს კონვენციური ბრალდებები მადუროს მიმართ, რომ ის დიქტატორია და ვენესუელაში მთავრობის ცვლილება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. ხუან გუიადომ, ოპოზიციის ლიდერმა და თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ვენესუელის სამხედროების არაერთხელ მოუწოდა დაუმორჩილებლობისკენ. ბოლოს მან შემდეგი თქვა;

military should disown leader who burns food in front of the hungry – as it happened.

ვენესუელაში განვითარებული მოვლენები ყურადსაღებია იმიტომ, რომ ის კარგად წარმოაჩენს მორალურ მონსტრებს, რომლებიც იმალებიან თავისუფლების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელობადაკარგულ ცნებებს მიღმა. თუ ვინმე, ამ მომენტამდე მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ჰუმანურია და/ან ემსახურება მოსფლიოში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას, ან დამაბრმავებელ ილუზიაში ცხოვრობს, ან სოციოპათია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა ხუან გუაიდო, რაც თავისთავად საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა იმიტომ, რომ ვენესუელას ყავს არჩეული პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო. არჩევნების შედეგები კი, მიუხედავად დარღვევებისა ლეგიტიმური იყო რიგ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს მიხედვით. გაეროს კომისიამ აღმოაჩინა დარღვევები, თუმცა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა უარყოფილი არ არის. პომპეოს და აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლების მცდელობები, დაერწმუნებინათ გაეროს უშიშროების საბჭო გუაიდოს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობაში, უშედეგო აღმოჩნდა.[1]

ჰუმანიტარულ კრიზისზე და დიქტატურაზე საუბარი აშშ-ის მთავრობის და ლიმას ჯგუფის ქვეყნების მხრიდან, ცოტა სასაცილოა თუ გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად ბრაზილია და კოლუმბიაც ადამიანის უფლებების შელახვის კერებია, თუმცა მათი მთავრობები მხარდაჭერილია როგორც აშშ-ის, ისე კანადის მიერ. Amnesty International-ის 2017/2018 მოხსენებაში შემდეგი წერია კოლუმბიაში არსებულ ვითარებაზე;

“Human Rights defenders continued to be the victims of threats and targeted killings. The Office of the UN high Commissioner for Human Rights reported that at least 105 human rights defenders were killed in Colombia during the year. There was continuing concern over the increase in the number of attacks against defenders…”

საერთაშორისო სამართლის და ადამიანების უფლებების შელახვით, კოლომბია ისევე როგორც ჰონდურასი ბევრად ავტორიტარულ ქვეყნებად შეიძლება ჩაითვალონ ვიდრე ვენესუელა. 2018 წლის 27 იანვარს, პრეზიდენტი ჰერნანდესის მეორე ვადით მოსვლის ინაუგურაციის პარალელურად ათასობით ადამიანი აპროტესტებდა არჩევნების გაყალბებას. არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ იუწყება The Organization of American States, რომელმაც მთავრობას ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.[2]
 გარდა იმისა რომ კორუფცია და გაყალბების ფაქტები, ძალიან მარტივად საბუთდება, არჩევნების მსვლელობისას საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა;

26 ნოემბრის არჩევნებისას, სალვადორ ნარსალა 5 პროცენტით უსწრებდა ჰერნანდესს, როცა ხმების 60 პროცენტი უკვე დათვლილი იყო. მოულოდნელად, საამომრჩევლო კომისიამ ხმების დათვლის პროცესის გაშუქება შეწყვიტა 36 საათის მანძილზე ისე, რომ არავის არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. მოგვიანებით, როცა არჩევნების შედეგების გაშუქება განახლდა, ნარსალას 5%-იანი უპირატესობა გაქრა და ჰერნანდესმა მცირე სხვაობით მოიგო. რამდენად ალბათურია ის, რომ ჰერნანდესმა მართლაც მოიგო არჩევნები, თქვენით გადაწყვიტეთ. შედეგად, ნარსალამ გამოაცხადა რომ ის იყო ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი, თუმცა მისი პრეზიდენტობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც კანადას არ უღიარებიათ. რატომ? სავარაუდოდ იმიტომ, რომ ჰონდურასი ლიმას ჯგუფის ქვეყანაა და მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.[3]
 ვენესუელაში, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. ქვეყანა საჭირეობს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. რახან ნიკოლას მადურო არის ვენესუელას ლეგიტიმური პრეზიდენტი და არჩევნების შედეგები არ არის უარყოფილი არცერთი სადამკვირვებლო ჯგუფის მიერ, რომელიც ვენესუელაში იმყოფებოდა, ჰუმანიტარული დახმარების მიღება/განაწილების ევალება ვენესუეალას მთავრობას. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს ვენესუელას ლეგიტიმურ მთავრობას, სწორედ ამიტომ ვენესუელას ნავთობწარმოებაზე ისევე როგორც მთავრობის წარმომადგენელზე გამკაცრდა სანქციები აშშ-ის და რამდენიმე ევროპული ქვეყნების მხრიდან. ამის პარალელურად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარება ხუან გუიადოს მისამართით, რაც აშშ-ის მხრიდან საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა. ეს იმიტომ, რომ ჰუმანიტარული დახმარება არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავს, აშშ-ისთვის სასარგებლო პოლიტიკურ ცვლილებებს. რაც არალეგალურია „ჩაურევლობის“ (non-intervention) ქარტიის მიხედვით;

„The principles of non-intervention and non-interference in the internal affairs of
sovereign States belong to customary international law and have been reaffirmed in General
Assembly resolutions, notably 2625 (XXV) and 3314 (XXIX), and in the 1993 Vienna
Declaration and Programme of Action. Article 32 of the Charter of Economic Rights and
Duties of States, adopted by the General Assembly in 1974, stipulates that no State may use
or encourage the use of economic, political or any other type of measures to coerce another
State in order to obtain from it the subordination of the exercise of its sovereign rights.“[4]

აშშ-ის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ცხადია მხოლოდ ფარსია და ეს ყველამ იცის. შეუძლებელია ერთი მხრივ აშშ სანქციებს უწესებდეს ვენესუელას, რომლებიც გამანადგურებელია მისი ეკონომიკისთვის და მეორე მხრივ, აგზავნიდეს ჰუმანიტარულ დახმარებას პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ნაწილობრივ მაინც არის ამ სანქციების შედეგი.  როგორც გაეროს, 2018 წელს დაკვეთილ დამოუკიდებელ კვლევაშია ნათქვამი;

international solidarity with the Venezuelan people should facilitate the free
flow of food and medicines in order to alleviate the current scarcity. Help should be
genuinely humanitarian and not pursue ulterior political purposes[5]

ამერიკულ და ევროპულ მედიაში დიდი აქცენტია გაკეთებული იმაზე, რომ მადურო ბლოკავს USAID-ის დახმარებას, თუმცა ეს ფენომენი ხშირად გაზოგადებულია. ფაქტია, რომ 2018 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ვენესუელას მთავრობა იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას პრაქტიკულად ყველა გაეროს წევრი ქვეყნისგან, რომელიც ვენესუელას დახმარებას სთავაზობს, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა. 2019 წელს, ვენესუელამ მიიღო 933 ტონა წამლები და საჭმელი ჩინეთისგან, კუბასგან და ინდოეთისგან. 300 ტონა წამლები რუსეთისგან და ევროკავშირისგან.
აშშ-ის მიწოდებული დახმარება საოცრად ცინიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ გამიზნულად ცდილობს მიაღწიოს პოლიტიკურ ცვლილებას ვენესუელაში, ნაწილორივ „ჰუმანიტარული დახმარებით“, სასტიკი სანქციების ფონზე. აღსანიშნავია, რომ USAID-ს საშინელი რეპუტაცია აქვს და ყოველთვის იყო გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. მაგალითად, აშშ იყენებდა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამას ნიკარაგუაში, 1980იან წლებში იმისთვის, რომ დაემალა 27 მილიონი დოლარის იარაღები, რომლებსაც ის ჩუმად აწვდიდა კონტრას დაჯგუფებას. ამ სკანდალში, გახვეული იყო ელიოტ აბრამსი, რომელიც ახლა ტრამპის მთავრობისთვის მუშაობს ვენესუელას საკითხზე. მადუროს მთავრობის სკეპტიციზმი აშშ-ის დახმარებისადმი გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაშიც კი, აშშ-ის მთავრობას ღიად რომ არ განეცხადებინა თავისი მოტივაციები.

 აშშ-ის ფარისევლური პოლიტიკა გრძელდება, ვენესუელა კი კრიზისში რჩება. ვისაც ოდნავი ილუზია მაინც აქვს, რომ აშშ ჰუმანიტარული დახმარების პოლიტიკას მისდევს, ძალიან დიდ ტყუილში ცხოვრობს.



[1] https://www.reuters.com/article/us-venezuela-politics-un-pompeo/pompeo-to-urge-u-n-security-council-to-recognize-venezuelas-guaido-idUSKCN1PJ1XD
[2] https://www.reuters.com/article/us-honduras-election/honduran-president-sworn-in-amid-protests-after-election-chaos-idUSKBN1FG0NL
[3] https://www.theguardian.com/world/2017/dec/22/us-recognizes-re-election-of-honduras-president-despite-calls-for-a-new-vote
[4] Report of the Independent Expert on the promotion of a democratic and equitable international order on his mission to the Bolivarian Republic of Venezuela and Ecuador*, 3 August 2018, გვ.11
[5] იგივე, გვ.17

Comments

Popular posts from this blog

გლობალური დათბობა, პოლიტიკა და მეცნიერება

ეძღვნება ვატოს 2019 წლის 23 სექტემბერს, 16 წლის აქტივისტი- გრეტა ტუნბერგი გაეროში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა საკმაოდ ბანალური იყო, როგორც ეს ზოგადად გაეროში სიტყვით გამოსვლებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა აქტივისტის სიტყვებს საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა. კლიმატის ცვლილების „სკეპტიკოსებმა“ მალევა დაიწყეს 16 წლის ბავშვის ლანძღვა და მისთვის ბრალდებების წაყენება, თითქოს ტუნბერგს „იყენებდნენ“, თითქოს მისი ემოციურობა ფარსი იყო. ზოგს აქტივისტის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვია, მაგრამ იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ სიტყვით ბ ა ვ შ ვ ი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მოსაზრებას, რომ ტუნბერგი უბრალო თოჯინაა. ისინი ვინც, ამას ამტკიცებენ რატომღაც მიიჩნევენ, რომ 16 წლის ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ან არ შეუძლია იყოს ემოციური. უშუალოდ ის ფაქტი, რომ ემოციურობა საჯარო სივრცეში ავტომატურად მონათლულია არაგულწრფელობად, საკმაოდ შემაძრწუნებელი ფაქტია და კარგად მიანიშნებს საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.   ტუნბერგის გამოსვლამ, უფრო სწორად მისი გამოსვ

ედვარდ ჰოპერის მხატვრობა

 ბლოგებს და ბლოგერებს ზოგადად ძალიან ირონიულად ვუყურებდი, თუმცა ეჭვი მქონდა, რომ ოდესმე მეც მოვირგებდი "ბლოგერის" სტატუსს, რადგან უმეტეს შემთხვევებში რასაც დავცინი, ბოლოს სწორედ ის ვხდები. თავის გამართლებად ეს საკმარისი იქნება, ახლა დროა საქმეს შევუდგეთ.  დღეს ჩემი განხილვის საგანი იქნება ამერიკელი რეალისტი მხატვრის, ედვარდ ჰოპერის ესთეტიკა. ანუ ვეცდები ავხსნა რა მხატვრულ ხერხებს ხმარობს ის გარკვეული ეფექტის მისაღწევად.   სანამ უშუალოდ რამის გარჩევას დავიწყებდე, მინდა ავღნიშნო რომ მეოცე საუკუნის ამერიკულ მხატვრობაში, ყველაზე მეტად გავრცელებული თემატიკებია; მარტოობა და გაუცხოება. ეს "ტრენდი" ალბათ გამოწვეულია მეორე მსოფლიო ომით, საბჭოთა კავშირთან იდეოლოგიური ჭიდილით და რა თქმა უნდა წარმოუდგენლად დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით. (დეტალებს შემდეგი პოსტისთვის შემოვინახავ)  დასავლური მხატვრობის ისტორიაში გაუცხოების განცდის შესაქმნელად მხატვრები ძალიან კონკრეტულ ხერხებს მიმართავდნენ. პირველ რიგში ფერები უნდა ყოფილიყო ცივი, მაგრამ ძალიან კონტრასტული. სინათლე უნდა მოდ

თანამედროვე სექსიზმი და ევოლუციური ფსიქოლოგია (feat.Jordan Peterson)

 21-ე საუკუნის დებატები პოლიტიკურ და სოციალურ ფილოსოფიაში ნამდვილად აქამდე არნახულია. იმიტომ არა, რომ 21-ე საუკუნეში ახალმა დებატებმა იჩინეს თავი (მცირე გამონაკლისების გარდა; გლობალური დათბობა, მასობრივი მიგრაცია) არამედ იმიტომ, რომ დებატები განახლდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც თითქოს წარსულს ჩაბარდა და ამჟამად მათზე თითქოს კონსენსუსი არსებობს. მაგალითად განახლდა დებატები ეთნოსახელმწიფოების არსებობის ლეგიტიმაციაზე, ინტელექტის რასობრივ განსხვავებებზე და ბოლოს ფემინიზმის ლეგიტიმურობაზე. ახლად აღმოცენებული (ძველი) საკითხების აქტუალობას ბევრი უკავშირებს კაპიტალიზმის ან ლიბერალიზმის კრიზისს, ზოგი სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ერას და ა.შ. ეს მოსაზრებები თავისთავად საინტერესოა, თუმცა ერთი რამ მაინც აშკარაა. რაც არ უნდა განაპირობებდეს ანტი-ფემინისტური, ანტი-პლურალისტური და ანტი-ინტერნაციონალისტური განწყობების აღმოცენებას, ის ცუდი არგუმენტები რომლებსაც ეს დისკურსები ემყარებოდა, ისევ ცუდი არგუმენტებია და ამას დრო, კარგად აჩვენებს.  ანტი-ფემინისტური დისკურსის მთავარი არგუმენტის კარიკატ