Skip to main content

გლობალური დათბობა, პოლიტიკა და მეცნიერება



ეძღვნება ვატოს

2019 წლის 23 სექტემბერს, 16 წლის აქტივისტი- გრეტა ტუნბერგი გაეროში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა საკმაოდ ბანალური იყო, როგორც ეს ზოგადად გაეროში სიტყვით გამოსვლებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა აქტივისტის სიტყვებს საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა. კლიმატის ცვლილების „სკეპტიკოსებმა“ მალევა დაიწყეს 16 წლის ბავშვის ლანძღვა და მისთვის ბრალდებების წაყენება, თითქოს ტუნბერგს „იყენებდნენ“, თითქოს მისი ემოციურობა ფარსი იყო. ზოგს აქტივისტის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვია, მაგრამ იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ სიტყვით ბ ა ვ შ ვ ი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მოსაზრებას, რომ ტუნბერგი უბრალო თოჯინაა. ისინი ვინც, ამას ამტკიცებენ რატომღაც მიიჩნევენ, რომ 16 წლის ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ან არ შეუძლია იყოს ემოციური. უშუალოდ ის ფაქტი, რომ ემოციურობა საჯარო სივრცეში ავტომატურად მონათლულია არაგულწრფელობად, საკმაოდ შემაძრწუნებელი ფაქტია და კარგად მიანიშნებს საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.
 ტუნბერგის გამოსვლამ, უფრო სწორად მისი გამოსვლისადმი აგორებულმა პროტესტმა ბიძგი მომცა დამეწერა კლიმატის ცვლილების საკითხზე. 16 წლის აქტივისტის მსგავსად, მეც მიმაჩნია, რომ გლობალური დათბობა ყველაზე დიდი გამოწვევაა კაცობრიობის ისტორიაში და რომ საჭიროა სწრაფი რეაგირება. ამიტომ, ამ საკითხზე გამოვაქვეყნებ 2 ტექსტს. პირველში კლიმატის ცვლილების ზოგად სამეცნიერო ასპექტბს განვხილავ და აქცენტს გავაკეთებ მის პოლიტიკურ ასპექტებზე და გლობალური დათბობისადმი სკეპტიციზმის მიზეზებზე, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მეორე ტექსტს დავუთმობ რიგირ პრობლემების უფრო დეტალურად განხილვას და ვეცდები წარმოვადგინო ამ პრობლემათა გადაჭრის არსებული გზები, რომელთა შესახებაც დიდი ხანია ვიცით.
 მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაინტერესებული ვარ ამ საკითხით და ტუნბერგისა არ იყოს, მეც ვწუხვარ, პირობას ვდებ რომ არ ვიტირებ, რათა ტვინგამორეცხილმა ძიაკაცებმა და პერსონალური პასუხისმგებლობის გურუებმა ემოციურ მანიპულაციაში არ დამდონ ბრალი. მაშ დავიწყოთ;

1.    გლობალური დათბობისადმი სკეპტიციზმის იდეოლოგიური მიზეზები საქართველოში

 ბევრი ვინც კაცობრიობის აქტივობით განპირობებულ გლობალურ დათბობას აღიარებს და ისინიც ვინც ამას არ აღიარებენ, ძალიან ირიბად არის გარკვეული კლიმატის მეცნიერებაში, მითუმეტეს ქიმიაში და ბიოლოგიაში, ამიტომ ხშირად აზრის ჩამოყალიბება გლობალური დათბობის შესახებ იდეოლოგიურ ჭრილში ხდება. ეს სავსებით ნორმალურია. პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა ეს ადამიანები ისე საუბრობენ თითქოს წარმოდგენა აქვთ აღნიშნულ საკითხზე. კიდევ უფრო პრობლემური ისაა, რომ ბევრი უარყოფს ძალიან აშკარა საბუთებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჭეშმარიტება მათ იდეოლოგიაში არ ჯდება. ეს ძირითადად რელიგიურ ფანატიკოსებს ახასიათებთ.
 საქართველოში რელიგიური ფანატიზმი ხშირია და პრობლემურია. თუმცა უფრო პრობლემურად ისეთი ფანატიზმი მეჩვენება, რომელიც უვნებლად ევლინება საზოგადოების „პროგრესულ“ ნაწილს (აქცენტი ბრჭყალებზე).
 2010 წლის 24 თებერვალს, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია სახელწოდებით    „მითი გლობალური დათბობის შესახებ“. ლექცია ჩაატარა პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ანდრეი ილარიონოვმა. მისი მტკიცებით, გლობალური დათბობა მითია და ეს პრობლემა გამოგონილია;
 „ესაა მსოფლიოს ყურადღების კონცენტრირება და ამით თემით მუდმივი მანიპულირება”. როცა ადამიანთა ჯგუფები ამბობენ, რომ წინ მსოფლიო კატასტროფაა, რა თქმა უნდა მსოფლიოს ყურადღებას გამოწვევს. ასევე, ამ დროს ქვეყნებს შორის ნაწილდება კვოტები. აქ ძალიან ბევრი რესურსი იყრის თავს. მათ შორის ფულადი.“
 ილარიონოვის მტკიცებით, პუტინის დავალებით შექმნილმა სამეცნიერო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ გლობალური დათბობა ტყუილია (არ ვხუმრობ, მართლა თქვა ეს). რუსმა მეცნიერებმა, სრულიად „საპირისპირო შედეგები აღმოაჩინეს“. ეს მტკიცება განსაკუთრებით კომიკურად ჟღერს ახლა, როდესაც პუტინმა გრეტა ტუნბერგი რუსეთში მიიწვია, თუმცა ამაზე მოგვიანებით.
 მას შემდეგ, რაც ილარიონოვის და კახა ბენდუქიძის პირიდან თითქოს უშრეტი განავლის ნაკადი შეწყდა, ილიარონოვმა, ლექციის მსმენელებს უთხრა, რომ თუ დასცხებოდათ შეეძლოთ ურალში ჩასვლა დასასვენებლად.[1]
 ილარიონოვი თავისუფალ უნივერსიტეტს კახა ბენდუქიძის თხოვნით ეწვია. რა დასამალია და ბენდუქიძე ილარიონოვის მსგავსად ( თუ უფრო მეტად არა) თავს მემარჯვენე ლიბერტარიანელად მიიჩნევს და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კლიმატის ცვლილებაზე სასაუბროდ ლიბერტარიანელი ეკონომისტი მოიწვია და არა მეცნიერი, რომელიც ამ საკითხში უფრო კომპეტენტურია.
 ილარიონოვმა თავის ლექციაში ისიც ახსენა, რომ გლობალური დათბობის მითის წახალისება აწყობთ „იდეოლოგიურ ჯგუფებს“. ილარიონოვის და მისნაირი იდეოლოგების აზრით, გლობალური დათბობის მითი ხელსაყრელია მთავრობებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ გლობალური კატასტროფა მოიმიზეზონ სახელმწიფო კონტროლის გასაზრდელად, ანუ შემოიღონ მეტი რეგულაციები და გაზარდონ ბიუროკრატია. ილარიონოვის მოშველიებულ „არგუმენტებზე“ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ისინი საკმაოდ ბანალური „სკეპტიკური“ არგუმენტების ასლია, რომელიც ილარიონოვზე და ბენდუქიძეზე ჭკვიანმა ხალხმა შეთხზა. ამას მოგვიანებით შევეხები.
 გლობალური დათბობის უარყოფის და/ან მისი საშიშროების დისკრედიტაციის მცდელობები სხვა იდეოლოგიური ჩარჩოებიდანაც გამომდინარეობს. გარკვეული იდეოლოგიები, მიუხედავად იმისა რომ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ისე მჭიდროდ არ არიან გადაჯაჭვულნი როგორც ზემოხსენებული ლიბერტარიანიზმი, მაინც ვერ უშვებენ გლობალური საფრთხის არსებობას, რომლის გადაჭრაც მხოლოდ კოლექტიურად შეიძლება.

2.    გლობალური დათბობისადმი სკეპტიციზმის იდეოლოგიური მიზეზები აშშ-ში

იდეოლოგია, რომელზეც ვსაუბრობ თანამედროვე ფსევდოინდივიდუალიზმია, რომლის მიხედვითაც პირველი საზრუნავი ადამიანისა უნდა იყოს მისი პირადი კეთილდღეობა და თუ მავანი არ ზრუნავს თავის თავზე, ის ვერ იზრუნებს სხვაზე. ამის მეორენაირი ფორმულირება შემდეგნაირადაც შეიძლება; როგორც მავანი ექცევა საკუთარ თავს, ის ისევე ექცევა სხვასაც. მსგავსი ფილოსოფიის მიმდივრები უმეტესად სკეპტიკურად არიან განწყობილნი კოლექტიური ძალისხმევებისადმი და აქტივიზმისადმი. ეს სულაც არ არის ახალი. 60-70იანებში, როდესაც აშშ-ში აქტივიზმმა მასობრივი ხასიათი მიიღო, იქნებოდა ეს ვიეტნამის ომის პროტესტი თუ სეგრეგაციის წინააღმდეგ მიმართული აქტივიზმი, აქტივისტებისადმი, საზოგადოების და ინტელექტუალების რაღაც ნაწილში, რომელსაც კომფორტულად უყუვარს იმპერატორის ჩექმის ლოკვა და შემდეგ ფილოსოფიური ნარწყევის დიდ ქვაბში მოზელა და მისთვის „ფილოსოფიის“ დარქმევა, ერთგვარი ზიზღი გაჩნდა.
 თითქოს ისინი ვინც აპროტესტებდნენ ვიეტნამის ომს, სულელი ჰიპები იყვნენ ან გაუნათლებელი სექსმანიაკები, რომლებსაც LSD-ის მიღების და ჯიმი ჰენდრიქსის მოსმენის გარდა არაფერი აინტერესებდათ. ყველაზე კარგად, ეს ზიზღი პოპულარული მოძრაობებისადმი დოკუმენტირებულია ალან ბლუმის წიგნში, “Closing of the American Mind”, სადაც მწერალი ომის გამპროტესტებლებს ნიჰილისტებს უწოდებს, რომლებმაც მიატოვეს „დიდი“ წიგნების კითხვა და ახლა მხოლოდ ნიცშეს და ფუკოს კითხულობენ, შემდეგ კი ორგიები აქვთ თანამედროვე პოპ (ბლუმის აზრით ცუდ) მუსიკის ფონზე.
 ბლუმის აზრი როკ მუსიკაზე საკმაოდ საინტერესოა;
rock music has one appeal only, a barbaric appeal, to sexual desire—not love, not ems, but sexual desire undeveloped and untutored.
ის აგრძელებს;
My concern here is not with the moral effects of this music— whether it leads to sex, violence or drugs. The issue here is its effect on education, and I believe it ruins the imagination of young people and makes it very difficult for them to have a passionate relationship to the art and thought that are the substance of liberal education.[2]
 შეიძლება იკითხოთ, კი მაგრამ რა შუაშია ეს გლობალურ დათბობასთან? სწორი კითხვაა. პირდაპირ კავშირი ბლუმის შეხედულებებსა და გლობალური დათბობის „სკეპტიციზმს“ შორის არ არის, თუმცა ბლუმის დაკვირვება იმდროინდელი ახალგაზრდობის „მორალურ“ მდგომარეობაზე, საკმაოდ რელევანტურია. იმიტომ, რომ ზოგი ჯინგუისტის და ფსევდომეცნიერების მღაღადებლის მტკიცებით, გარკვეულმა მოაზროვნეებმა და კულტურულმა მოვლენებმა, თანამედროვე ახალგაზრდობაში ჩამოაყალიბა არასწორი პრიორიტეტები, რის გამოც ისინი უარყოფენ მეცნიერებას და მიჰყვებიან საკუთარ გრძნობებს, უარს ამბობენ რაციონალურ აზროვნებაზე.
 ასეთი ადამიანების მტკიცებით, კლიმატის ცვლილება მითი არ არის თუმცა აქტივისტები რომლებიც მის საფრთხეებზე საუბრობენ მნიშვნელოვნად უტრირებენ. ამახინჯებენ ფაქტებს იმიტომ, რომ ეს ფაქტები მათ „გრძნობებს“ ეწინააღმდეგება. მათი მტკიცებით, თანამედროვე ახალგაზრდობის ნაწილი მიიჩნევს, რომ არ არსებობს რაღაც უნივერსალური „ჭეშმარიტებები“ და ჭეშმარიტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რასაც ადამიანი გრძნობს. ბლუმის მტკიცებით, ასეთი უკუღმართი ფილოსოფია შვა ნიცშემ, თუმცა მთავარი საწარმო მავნე ფილოსოფიისა რომელიც ვახსენე, არიან ფრანგი პოსტსტრუქტურალისტი მწერლები; ლიოტარდი, ფუკო, დერიდა და ა.შ;
„... Derrida, Foucault and Barthes. The school is called Deconstructionism, and it is the last, predictable, stage in the suppression of reason and the denial of the possibility
of truth in the name of philosophy.“[3]
 დღევანდელი რეაქციონერების (ბენ შაპირო, ჯორდან პიტერსონი, სტივენ ქრაუდერი, დეივ რუბინი და ა.შ) ფილოსოფია, მეტნაკლებად ბლუმის ამ წიგნის რებრენდინგია.
 ცხადია ეს „ინტელექტუალები“ (აქცენტი ბრჭყალებზე) ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა ფილოსოფია რომელიც აღვწერე მათთვის საზიაროა. შესაბამისად, მარტივი მისახვედრია რომ მათი პოზიციები ანთროპოგენულ კლიმატის ცვლილებაზე თითქმის სრულად არის გაზიარებული. გლობალური დათბობის ალარმიზმისადმი „სკეპტიციზმის“ მიზეზები, მათ მტკიცებით მეტწილად მეცნიერულია. მათი თქმით, არსებობს არაერთი მეცნიერული კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ გლობალურ დათბობაზე პანიკის ატეხვა, არ არის მიზანშეწონილი.
 ბენ შაპიროს მტკიცებით, ტემპერატურის და ემისიების ზრდის პროექციები და სამეცნიერო მოდელები ხშირად მცდარია და რომ ამ მიზეზის გამო, ალარმისტები აღარ ხმარობენ ტერმინ „გლობალურ დათბობას“, არამედ იყენებენ უფრო ზომიერ ტერმინს- კლიმატის ცვლილებას. [4]
 კლიმატის ცვლილების სამეცნიერო მოდელებზე და პროექციებზე დაახლოებით იგივე კომენტარს აკეთებს ჯორდან პიტერსონიც, შაპიროსგან განსხვავებით ის ხშირად უფრო გრანდიოზულ განცხადებებსაც აკეთებს. მისი თქმით, თანამედროვე მონაცემების მიხედვით დედამიწა პირიქით გრილდება (cooling)[5]. გარდა იმისა, რომ ამ თვითში, ჩვენი საყვარელი ინტელექტუალი ციტირებს ყალბ საინფორმაციო სააგენტოს, რომლის ერთადერთი მიზანია გლობალური დათბობის უარყოფა, უნდა აღინიშნოს რომ ყველა ზემოხსენებული ინტელექტუალი ერთიდაიგივე სამეცნიერო ლიტერატურას ციტირებს, თავიანთი „ფაქტების“ დასამტკიცებლად. მაშ მოდი განვიხილოთ ეს „ფაქტები“ და „მეცნიერული მტკიცებულება“, რომელიც ჩვენ საყვარელ მოაზროვნეებს სკეპტიციზმისკენ უბიძგებს;
1.      კლიმატის ცვლილება გამოწვეულია მზის გამოსხივებით და მილანკოვიჩის ციკლებით, არ არის კორელაცია ნახშირორჟანგის ატმოსფერულ კონცენტრაციასა და გლობალურ ტემპერატურას შორის.
2.      გლობალური დათბობა შეჩერებულია ბოლო 15+ წელია.
3.      კლიმატის მეცნიერება ზედმეტად არაზუსტია დასკვნების გამოსატანად.



      3.    სკეპტიკოსების მეცნიერება

3.1     კლიმატის ცვლილება გამოწვეულია მზის გამოსხივებით და მილანკოვიჩის ციკლებით, არ არის კორელაცია ნახშირორჟანგის ატმოსფერულ კონცენტრაციასა და გლობალურ ტემპერატურას შორის.


რეალურად, ზემოხსენებული დებულებები მეცნიერულად არ საბუთდება. მეტიც, სავარაუდოდ ერთ სამეცნიერო ნაშრომსაც ვერ იპოვით, რომელიც რომელიმე დებულებას ასაბუთებს. თუმცა არსებობს რეალური კვლევების დამახინჯებული და/ან არასრული ვერსიები, რომლებიც უწყვეტად ტრიალებს „სკეპტიკოსთა“ წრეებში და საბოლოოდ ადგილს პოულობს იდეოლოგების გულებში, ბოლოს კი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც იპყრობს. ცრუ მეცნიერების პოლიტიკურ ასპექტზე, ამ მომენტში მეტად აღარ შევყოვნდები. მოდი შევხედოთ უშუალო ცრუ მეცნიერებას და ცრუ მეცნიერებს.
 დღევანდელი გლობალური დათბობის სკეპტიკოსები ძირითადად სარგებლობენ ორი ადამიანის, პატრიკ მურის და კრისტოფერ მონქტონის მოძიებული „მტკიცებულებებით“. ამ ორი კეთილშობილი ადამიანის მტკიცებით, არ არსებობს რეალური საბუთი იმისა, რომ ნახშირორჟანგი და სხვა აირები განაპირობებენ დათბობას დედამიწაზე. მათი თქმით, სამეცნიერო ლიტერატურა აჩვენებს, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციასა და გლობალურ დათბობას შორის, არანაირი კავშირი არ არსებობს. ამის საბუთად, მათ მოჰყავთ საინტერესო გრაფიკი;




 ეს საინტერესო გრაფა აერთიანებს ორი დამოუკიდებელი კვლევის მოპოვებულ მასალებს და იდეაში აჩვენებს, რომ დედამიწის ისტორიის მანძილზე, არ არსებობს კორელაცია ნახშირორჟანგის ატმოსფერულ კონცენტრაციასა და გლობალურ ტემპერატურას შორის. საინტერესო ის არის, რომ ერთ ერთი კვლევა, საიდაც ამოღებულია ნახშირორჟანგის კონცენტრაცია და მისი ცვლილება ისტორიის მანძილზე, საკმაოდ საინტერესო დასკვნამდე მიდის;
„ Nevertheless, the overall trend remains. This means that over the long term there is indeed a correlation between CO2 and paleotemperature, as manifested by the atmospheric greenhouse effect.“[6]
აქ ალბათ მკითხველს აინტერესებს, როგორ მოახერხეს სამეცნიერო ნაშრომის მკვლევარებმა რომელთაგანაც ეს გრაფა არის ნასესხები, მისულიყვნენ საპირისპირო დასკვნამდე? ნუთუ პატრიკ მურმა და მონქტონმა რაღაც იციან, რაც თამედროვეობის ყველაზე გამოჩენილმა მეცნიერებმა არა? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდე, მოდი დროებით დავუშვათ რომ მონქტონი და მური არ ცდებიან, გრაფა არ არის კოტექსტიდან ამოღებული და მართლაც არ არსებობს კორელაცია ატმოსფერული ნახშირორჟანგის კონცენტრაციასა და გლობალურ კლიმატს შორის, მაშ რა განაპირობებს კლიმატის ცვლილებას დედამიწაზე?
 მიუხედავად იმისა რომ ეს ორი კეთილშობილი მავანი ამტკიცებს, რომ დედამიწაზე გლობალური ტემპერატურა ბოლო 20 წლის მანძილზე არ გაზრდილა, ხომ ვიცით რომ მანამდე დიდი გამყინვარებაც ყოფილა და შემდგომ დათბობაც? ან თუდანც ეს ბოლო 20 წელი რომ არ ჩავთვალოთ, მანამდე რატომ თბებოდა დედამიწა?
 მონქტონის და მურის მტკიცებით, დედამიწაზე ტემპერატურას ყველაზე მეტად განსაზღვრავს მზე, დედამიწის ორბიტა და მისი გადახრა ორბიტული ღერძის გარშემო. ეს სიმართლეა, თუმცა სრულიად უკონტექსტო. მილანკოვიჩის ციკლების თეორიის მიხედვით დედამიწის პოზიცია ორბიტაზე და შესაბამისი გადახრა ღერძიდან მნიშვნელოვნად მოქმედებს ტემპერატურაზე და შესაბამისად, ათასწლეულების მანძილზე ეს არის გამყინვარების, მოგვიანებით კი ტემპერატურის ზრდის მიზეზი. მაშ მთელი ინდუსტრიალიზაციის მანძილზე დედამიწა თუ თბებოდა ესეიგი დედამიწა კონკრეტული კუთხით იყო გადახრილი ღერძიდან და იმყოფებოდა კონკრეტულ ორბიტულ მონაკვეთში, ხოლო ბოლო ოცი წელია სხვანაირად არის გადახრილი. ანუ თუ დავუშვებთ, რომ ბოლო ასწლეული და რამდენიმე ათწლეული დედამიწაზე ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ახლა კი სტაგნაციას განიცდის, მომავალში კი დაიკლებს, გამოდის რომ მილანკოვიჩის ციკლი საკმაოდ მაღალი სიხშირისაა.
ეს აშკარა ტყუილია და ისეთი სამარცხვინო უმეცრების დემონსტრაციაა, რომელიც მურსაც კი არ შეეფერება.





დედამიწის ორბიტის და ღერძიდან გადახრის წინასწარმეტყველება ძალიან მარტივია. ამის გათვალისწინებით, მომდევნო გამყინვარება დაიწყება 16,000-20,000  წელიწადში. [7]
 ერთობ კომიკურია, მაგრამ ფაქტია, რომ მონქტონის და მურის გრაფიკი არ ითვალისწინებს მზის დასხივებას. მონქტონს უყვარს ერთი საინტერესო კლიმატური მოვლენის მოყვანა დედამიწის კამბრიანული პერიოდიდან;
 750 მილიონი წლის წინ, დედამიწა თითქმის მთლიანად ყინულით იყო დაფარული, იგვე მომენტში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია არნახულად მაღალი იყო. თუმცა როგორც ვიცით, ეს გამყინვარება დასრულდა. აქ მონქტონი სვამს კითხვას, როგორ? თუ ნახშირორჟანგის ატმოსფერული კონცენტრაცია მნშვნელოვნად განაპირობებს კლიმატს დედამიწაზე, მაშინ როგორ შეიძლება ასეთი პარადოქსი? პასუხი საკმაოდ მარტივია და ეს ნებისმიერმა კლიმატის სპეციალისტმა იცის.
 750 მილიონი წლის წინ, კამბრიანულ პერიოდში მზის დასხივება 6%-ით ნაკლები იყო დღევანდელთან შედარებით. თუ მზის დასხივებას მხედველობაში მივიღებთ ნახშირორჟანგის ატმოსფერული კონცენტრაციის და გლობალური ტემპერატურის კორელაციის განხილვისას, მაშინ მომენტალურად აშკარა ხდება, რომ ნახშირორჟანგის კონცენტრაცია და გლობალური ტემპერატურა გასაოცრად მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.[8] მაშ ასტროფიზიკოსები და კლიმატის მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ ამ საკითხს თანხმდებიან, რომ ასეთი მასშტაბების გამყინვარება პირველ რიგში განპირობებული იყო მზის გამოსხივების (უფრო სწორად მისი ნაკლებობის) გამო. მაშინ როცა პლანეტის ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია ყინულის სქელი საფარით, მზის დასხივების არეკვლა უფრო მაღალი ინტენსივობით ხდება რაც ერთგვარი კატალიზატორი აღმოჩნდა დამატებითი გამყინვარებისთვის. რასაც ახლა ვხსნი, კონვენციური მეცნიერებაა.
 საინტერესო შემდეგია; რამ განაპირობა დედამიწის დათბობა?
 პასუხი მარტივია, თუმცა იმის გათვალისწინებით თუ როგორ სვამს კითხვას მონქტონი, ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი- ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში.
 საქმე იმაშია, რომ იმისთვის რომ დათბეს, რაღაც დროა საჭირო. აქ მოვიყვან გეოლოგი პიტერ ჰედფილდის ანალოგიას;
 წარმოიდგინეთ გაყინული ოთახი სადაც ახლახან ჩართეთ გამათბობელი. თუ ტემპერატურას იმ მომენტში გაზომავთ, აღმოაჩენთ რომ ოთახში მაინც ცივა მიუხედავად იმისა, რომ გამათბობელი ჩართულია, მაგრამ თუ დააცდით ცოტა ხანი, აღმოაჩენთ რომ ტემპერატურა გაიზრდება.
 როდესაც მონქტონი საუბრობს 750 მილიონი წლის წინანდელ პერიოდზე სადაც ნახშირორჟანგი ატმოსფეროში პიკში იყო, ანალოგიურია ზემოხსენებული ოთახის და გამათბობლის მაგალითისა. ანუ, დედამიწის შემთხვევაში მილიონობით წელი იყო საჭირო იმისთვის, რომ დამთბარიყო. იმის წინასწარმეტყველებაც შეიძლება რამდენი ნახშირორჟანგი იყო დათბობისთვის საჭირო (დღევანდელზე 350ჯერ მეტი).[9]
მას შემდეგ რაც ყინული გადნა და მილიონობით წლების მანძილზე მზის დასხივებაც გაიზარდა, ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გათვალისწინებით, მთავარი სათბური აირი, რომელიც განაპირობებს კლიმატის ცვლილებას დედამიწაზე, არის ნახშირორჟანგი.

3.2  გლობალური დათბობა შეჩერებულია ბოლო 15+ წელია.

ეს სტატისტიკური მონაცემების არასწორი წარმოდგენაც კი არაა. ეს დებულება უბრალოდ ტყუილია, რომელაც პატრიკ მური რატომღაც იმეორებს ყველანაირი საფუძვლის გარეშე. ყველა შესაძლო აღწერა, რომელიც მიმოიხილავს გლობალური ტემპერატურის ტრენდს აჩვენებს, რომ ბოლო 18 წლის მანძილზე, წინა წლების მსგავსად ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატებაა. როგორც მინიმუმ, არსებობს ძალიან შესამჩნევი ტრენდი, გლობალური კლიმატის ცვლილებისა, რომელიც მჭიდრო კორელაციაში არის ნახშირორჟანგის ატმოსფერულ კონცენტრაციასთან. ამის უარყოფა, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იდეოლოგიური ან პოლიტიკური მოტივაცია გაქვთ იმისა, რომ აშკარა ფაქტი უარყოთ. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ თითქმის ყველა ორგანიზაცია და კვლევითი ინსტიტუტი რაღაც გრანდიოზულ შეთქმულებაშია ჩართული ინდივიდუალიზმის და კაპიტალიზმის წინააღმდეგ, თუმცა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს ნაკლებად ალბათურია.


 ეს გრაფიკი პრაქტიკულად უნივერსალურად აღიარებულია. მონაცემები რომლებსაც უყურებთ, მიღებულია თითქმის ყველა კვლევითი ინსტიტუტის მიერ.[10][11][12]
 როდესაც მონქტონი ამტკიცებს რომ დედამიწა გრილდება და გლობალური ტემპერატურა არ იზრდება, ის განიხილავს ძალიან კონკრეტულ მონაკვეთს გრაფიკიდან[13]. სადაც, 2001 წლიდან 2009 წლამდე ნაჩვენებია ტემპერატურის ვარდნა. თუ თქვენ შეხედავთ სრულ სურათს, აღმოაჩენთ, რომ საერთო ჯამში ტემპერატურის ნამატია და რომ ფლუქტუაციების არსებობა, არანაირად არ გამორიცხავს ტემპერატურის რადიკალური მატების ტრენდს.
 ასე რომ არა, დედამიწა არ გრილდება. თუ რატომ არის ფლუქტუაციები გლობალური დათბობის მსვლელობისას, ეს ცალკე საკითხია, თუმცა სრულიად არარელევანტური.





3.3 კლიმატის მეცნიერება ზედმეტად არაზუსტია დასკვნების გამოსატანად

 ეს უკანასკნელი დებულება, რომელსაც ხშირად ვისმენთ გლობალური დათბობის „სკეპტიკოსებისგან“ ყველაზე მეტად მაღიზიანებს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ,  რომ ამ სკეპტიკოსებს, დაწყებული კახა ბენდუქიძით და ილარიონოვით, დამთავრებული ჯორდან პიტერსონით, წარმოდგენა არ აქვთ რაზე ლაპარაკობენ. ამის გათვალისწინებით, მსგავსი მტკიცებები გულისამრევად პრეტენზიულია და ეჭქვეშ აყენებს მაგალითად პიტერსონის განცხადებას; „ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული ეკოლოგიაზე“.
 გლობალური დათბობის სკეპტიკოსების ნააზრევის ფორმირება შემდეგნაირად მიმდინარეობს;
 მონქტონი ან მური იტყვიან რაიმე უაზრობას, რომელსაც Telegraph, DailyMail, Fox News ან რამე მსგავსი ტელევიზია ან გამომცემლობა აითვისებს, შემდეგ ამ იდიოტურ მტკიცებებს გადახედავს PragerU-ს სტაფი და მოიწვევს „სკეპტიკოს მეცნიერს“ (აქცენტი ბრჭყალებზე) ვიდეოს გასაკეთებლად, შემდეგ ამ ვიდეოს ნახავს ტვინგამორეცხილი რეგვენი როგორიც ბენ შაპიროა ან ჯორდან პიტერსონი და 2 წუთიანი ვიდეოთი მიღებულ ცოდნას შეამკობს მაღალფარდოვანი ტერმინოლოგიით, ბოლოს კი წარგვიდგენს ჩვენ- პუბლიკას. შემდეგ, სტუდენტები რომლებიც მობილიზებულები არიან პოსტ-მოდერნისტული ნეომარქსისტული შეთქმულების წინააღმდეგ, ჩაყლაპავენ დემაგოგურ ნარწყევს და დილით უზმოზე ჰაიეკის პორტრეტზე მასტურბაციის შემდეგ, თავიანთ უაზრო აზრებს მოახვევენ პუბლიკას. ამით შეწუხდება ვინმე მემარცხენე პოლიტიკოსი, მაგალითად ალ გორი ან ალექსანდრა ოკასიო კორტესი, შეეცდებიან პუბლიკას დაუმტკიცონ რომ გლობალური დათბობა მართლაც არსებობს და მნშვნელოვანია, თავიანთ მოხსენებაში დაუშვებენ აშკარა შეცდომებს იმიტომ, რომ არ არიან მეცნიერები და საკმარისი დროც არ დაუთმიათ სამეცნიერო ლიტერატურის განხილვისთვის, შეცდომას მარტივად იპოვიან „ინტელექტუალები“, რომლებიც მოგვიყვებიან რომ მემარცხენე პოლიტიკოსები გვატყუებენ და მაშასადამე ისინი [ინტელექტუალები] მართლები არიან და ამით მივდივართ ახალ ციკლზე.
 მიმაჩნია, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა კლიმატის მეცნიერებაზე საუბრისას, მათ ეკისრებათ ვინც აღიარებენ გლობალურ დათბობას  და ვინც ცდილობენ იღონონ რამე მის წინააღმდეგ. ამიტომ სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკოსები ან მეცნიერები რაღაც საკითხზე არაკომპეტენტურები არიან, უშვებენ შეცდომებს ინტერვიუებში, ამბობენ უაზრობებს და ამით ზიანს აყენებენ ზოგადად კლიმატის მეცნიერების რეპუტაციას.


 მაგალითისთვის, მეცნიერი დევიდ ვაინერის მტკიცება, რომ  „ჩვენი ბავშვები ვეღარ ნახავენ თოვლს“[14] ხშირად ციტირებულია როგორც მეცნიერების არასწორი წინასწარმეტყველება.[15][16]
 რახან მეცნიერმა არასწორი დებულება გააკეთა ინტერვიუში, ეს არ ნიშნავს, რომ კლიმატის მეცნიერება ცდება. მეტიც, არ აქვს მნიშვნელობა ეს განცხადება მეცნიერმა გააკეთა თუ თვით ყოვლისშემძლე უფალმა. მნიშვნელობა აქვს იმ წყაროებს, რომლებსაც ეს მეცნიერი ან ყოვლისშემძლე უფალი ციტირებს, რადგან მეცნიერებაში და მათ შორის კლიმატის მეცნიერებაში არსებობს გარკვეული სტანდარტები, სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნებისთვის, რომლის არ დაცვის შემთხვევაში, სტატია ვერ გამოქვეყნდება.
 ენდის მეის სტატიაში[17], ვაინერის წინასწარმეტყველება განხილულია პრაქტიკულად იგივენაირად როგორც სამეცნიერო სტატიის წინასწარმეტყველება, რაც თავისთავად აბსურდულია. თუმცა მოდი განვიხილოთ შემდეგი დებულება ამავე სტატიიდან, რომელიც ასევე დაკოპირებული იყო სხვადასხვა კონსერვატიულ მეორეხარისხოვან საიტებზე;
Northern Hemisphere snow area shows remarkable little change since 1967. See here. The 2012-2013 winter was the fourth largest winter snow cover extent on record for the Northern Hemisphere.
საინტერესოა, რომ ეს დებულება წესით ამცდარებს, IPCC-ის მოხსენებაში აღნიშნულ წინასწარმეტყველებას. რომლის მიხედვითაც,
milder winter temperatures will decrease heavy snowstorms.
 თუ ერთი შეხედვით გაგიჭირდათ მიჰყოლოდით მეის ლოგიკას და ვერ მიხვდით რა ლოგიკით აბათილებს პირველი დებულება IPCC-ის დებულებას, მარტო არ ხართ. მოდი ზედმეტად არ გავირთულოთ ცხოვრება და შევხედოთ უშუალოდ IPCC-ის მოხსენებას;
 Milder winter temperatures will decrease heavy snowstorms but could cause an increase in freezing rain…
 ამავე კვლევაში, ნათქვამია რომ;
In some parts of North America, this includes fewer periods of extreme cold, fewer snowstorms (although there may be an increase in the number of intense storms), increased spring flooding, more frequent summer droughts, and more wildfires.
 მოხსენებაში, რომელიც IPCC-მ გამოაქვეყნა ყველა დებულება ჭეშმარიტი აღმოჩნდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ IPCC-ის კვლევაში საუბარია ჩრდილოეთ ამერიკაზე და არა ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე. ასევე, წინასწარმეტყველება იყო გაკეთებული მძიმე თოვლის შტორმებზე“ და არა თოვლის საფარზე.
 სამეცნიერო ლიტერატურის დამახინჯება და პროექციების, გრაფების კონტექსტიდან ამოღება ჩვეული საქმეა სკეპტიკოსებისთვის. ეს პრაქტიკა ყველაზე მავნე მაშინ ხდება, როდესაც დიდი სახელმწიფოების მთავრობებს, ანუ იმ ქვეყნებს რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელნი ემისიებზე, უწევთ გადაწყვეტილების მიღება.
 1998 წელს, პეტ მაიკლსი წარსდგა House Energy and Commerce Subcommittee on Energy and Environment წინაშე, სადაც ის ამტკიცებდა, რომ გლობალური ტემპერატურის რადიკალური ზრდის წინასწარმეტყველება, რომელიც გააკეთეს ჯეიმს ჰანსენმა და მისმა კოლეგებმა, შემდეგ კი შედეგები წარუდგინეს კონგრესს 1988 წელს, „გასაოცრად მცდარი“ აღმოჩნდა. პეტ მაიკლსის მტკიცებით, ჯეიმს ჰანსენის კვლევა წინასწარმეტყველებდა 0.45 პროცენტიან ზრდას გლობალურ ტემპერატურაში 1988-1997 წლებში, მაშინ როცა რეალურად ტემპერატურა გაიზარდა 0.11 გრადუსი ცელსიუსით.
 მაიკლსმა, ჰანსენის შეცდომის საილუსტრაციოდ გამოიყენა მისი [ჰანსენის] გრაფიკი.
 მართლაც, ჰანსენის ამ გრაფიკზე ნაჩვენებია ტემპერატურის ზრდა 0.45 გრადუსი ცელსიუსით. გამოდის ჰანსენის პროექცია ასე აცდა რეალობას?- არა.



ჰანსენის კვლევაში, რეალურად გაკეთებული იყო სამი პროექცია. ანუ განხილული იყო კლიმატის ცვლილების სამი სცენარი;



სცენარი A- რა მოხდებოდა თუ არაფერი გაკეთდებოდა ნახშირორჟანგის ემისიების ზრდის შესაჩერებლად.
სცენარი B- რა მოხდებოდა თუ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა ემისიების ზრდის შესაჩერებლად.
სცენარი C- რა მოხდებოდა თუ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა ემისიების შესამცირებლად.[18]

 მაიკლსმა გადაწყვიტა რომ თავისი მოხსენებისას ეჩვენებინა მხოლოდ სცენარი A ჰანსენის კვლევიდან, სადაც ნაჩვენები იყო გლობალური ტემპერატურის ექსპონენციური ზრდა. რეალურად კი ჰანსენის და სხვა მეცნიერების მიერ გაკეთებული კვლევების შედეგად, როდესაც შემუშავებული იქნა კიოტოს პროტოკოლი, მნიშვნელოვანი წვლილი იყო შეტანილი ემისიების შეზღუდვაში. ამის გათვალისწინებით, ადგილი ჰქონდა სცენარ B-ს. თუმცა, აქაც არის ცდომილება, რადგან ჰანსენის თავდაპირველ კვლევაში არ არის გათვალისწინებული აეროსოლების ეფექტი (აეროსოლები ამცირებენ კლიმატის ზრდას) და კლიმატის სენსიტიურობა 4 გრადუსი ცელსიუსის ნიშნულზეა. ამის გათვალისწინებით, ცდომილება 16 პროცენტია, რაც თავისდროზევე იყო ნავარაუდები. ჰანსენის პროექცია სრულებით აკურატული იქნებოდა, 3 გრადუსი ცელსიუსის კლიმატის სენსიტიურობის გამოყენებით.
 კლიმატის სენსიტიურობა აღწერს რამდენად სენსიტიურია გლობალური კლიმატი ენერგიის ცვლილებისადმი რომელიც აღწევს დედამიწის ზედაპირს და ატმოსფეროს (ინგლისურად ამას ხშირად radiative forcing-ს ეძახიან, თუმცა რეალურად ეს ორი განსხვავებული ცნებებია).
ნებისმიერ პროექციას ან გაზომვას აქვს თავისი ცდომილება, რაც განპირობებულია გაზმოვის მეთოდით. მაგალითად, გავლილი მანძილი შემიძლია გავზომო კილომეტრებში ან სანტიმეტრებში. მანძილის კილომეტრში გაზომვა უფრო დიდ ცდომილებას იძლევა, ვიდრე სანტიმეტრებში გაზომვა. ამის გათვალისწინებით, უკეთესი მიახლოებით ჰანსენის პროექციის ცდომილება პრაქტიკულად უმნიშვნელოა.
 პეტ მაიკლსი, რომელმაც დაამახინჯა ჰანსენის კვლევა House of Representatives-ის წინაშე, მუშაობდა CATO-ს ინსტიტუტისთვის. თუ რატომაა ეს მნიშვნელოვანი, მომდევნო თავში განვიხილავ.

4.    რატომ ტყუილები?

 პეტ მაიკლსი, კატოს ინსტიტუტში გადაბარგამდე მეცნიერი იყო და მისი სახელი არაერთ პუბლიკაციას ამშვენებს ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა რომ მაიკლსი უბრალოდ შეცდა. მითუმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ რომ ის იგივე ტყუილს, თუმცა ოდნავ სახეცვლილს დღემდე იმეორებს.[19] მან, ისევე როგორც ყველა „სკეპტიკოსმა“ ვინც განვიხილე, მიზანმიმართულად დაამახინჯა სამეცნიერო კვლევა, პოლიტიკური მოტივაციის გამო გამოტოვა გარკვეული კომპონენტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ პეტ მაიკლსი და მისი კვლევები, მისივე აღიარებით მნიშვნელოვნად ფინანსდებოდა ნავთობმომპოვებელი კომპანიებისგან.[20] უშუალოდ CATO Institute კი იდეოლოგიურად და პოლიტიკურად მოტივირებული ლობისტური დაჯგუფებაა.  კატოს ინსტიტუტის ნაღებ საზოგადოებას ასევე მიეკუთვნება პუტინის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი- ანდრეი ილიარონოვი. შოკი მეგობრებო, შოკი!
 ლორდი კრისტოფერ მონქტონი რომელიც ვახსენე, არის UK Independent Party (UKIP)-ის წევრი, რომელიც რატომღაც იტყუება რომ მარგარეტ ტეთჩერის მრჩეველი იყო (რატომ გასაგებია).
 პატრიკ მური, ასევე გამოჩენილი სკეპტიკოსი მუშაობს Heartland Institute-ისთვის, რომელიც ერთერთ ყველაზე დიდი ლობისტური ჯგუფია, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს. ასევე, ის ძირითადად მუშაობს ხისმჭრელი კომპანიებისთვის და მათი PR კონსულტანტია ხოლმე. მურს ერთი საინტერესო ინციდენტი შეემთხვა, როდესაც ის ინტერვიუს მიცემისას ამტკიცებდა, რომ გლიფოსატი (Glyphosate) უვნებელი ჰერბიციდია, რომელიც ადამიანმა რომც დალიოს არაფერი მოუვა. ინტერვიუ მიცემული იყო მაშინ, როცა განიხილებოდა გლიფოსიტის მაღაზიებში გაყიდვის აკრძალვა, რის შემდეგაც მისი ყიდვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ კომერციულად. რეალურად გლიფოსატი სასტიკად ტოქსიკური ნივთიერებაა. განცხადების შემდეგ, ჟურნალისტმა შესთავაზა მურს გლიფოსატის დალევა, რაზეც მურმა უპასუხა- „იდიოტი არ ვარ“ (საკამათო განაცხადი).
 თუ ვინ არიან ის „ინტელექტუალები“, რომლებიც პრეტენზიული ტონით იმეორებენ ზემოხსენებულ ტყუილებს იმედია ჩემ გარეშეც იცით. მათზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ.

5.    გლობალური დათბობის შედეგები ახლო მომავალში

 თუ კაცობრიობის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ არ მიიღონ ზომები გლობალური დათბობის წინააღმდეგ, ახლო მომავალში საკმაოდ დამანგრეველ მოვლენებს მოვესწრებით, რომლებიც ყველაზე დიდ ზიანს, ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას მიაყენებს.
 დღევანდელი პროექციებით, ყინულის დნობა არქტიკაში (საუბარია არა წყალში ჩაძირულ ყინულზე არამედ cap ice-ზე), განაპირობებს წყლის დონის მატებას 0.8 მეტრიდან 2 მეტრამდე.[21][22] ეს მოსალოდნელი შედეგია მაქსიმუმ ამ საუკუნის ბოლომდე, რაც განაპირობებს არაერთი სანაპირო ზოლის დატბორვას. რაც შედეგად მოიტანს ტრილიონობით ამერიკული დოლარის ზარალს არაერთი ქვეყნისთვის.[23] შესაძლოა მაიამის სანაპიროს გიგანტური გალავანი შემოავლონ სანაპიროზე ან რაიმე მსგავსი, თუმცა გარდა იმისა რომ ეს არარეალისტურია, ისედაც უზარმაზარ ხარჯებს უკავშირდება, თან შეგახსენებთ სახელმწიფო ხარჯებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შედარებით გაჭირვებული ქვეყნები პრევენციულ ზომებს სავარაუდოდ ვერ მიიღებენ და მთლიანად დამოკიდებულნი გახდებიან საგარეო დახმარებაზე.
 დღევანდელი პროექციებით, გლობალური დათბობა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მცენარეულ მოსავალს. კვლევების უმეტესობა წინასწარმეტყველებს, რომ მოსავალი 10-30 პროცენტით დაიკლებს მსოფლიოს უმეტეს ადგილებში.[24] რაც ძალიან ძვირად დაუჯდებათ გაჭირვებულ ქვეყნებს და ასევე ძვირად დაუჯდებათ შეძლებულ სახელმწიფოებსაც.
 ასევე, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, დროთა განმავლობაში ქარიშხლები და მსგავსი გლობალური კატაკლიზმები მრავალჯერადად გაძლიერდება, მიუხედავად იმისა რომ რაოდენობრივად შემცირდება.[25] ატლანტიკურ ქარიშხლებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მხოლოდ წელს 80ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აქ არ ვითვალისწინებ პუერტო რიკოში, ქარიშხალი მარიას შედეგად დაღუპულებს, სადაც New York Times-ის მიხედვით, 1000ზე მეტი ადამიანი მოკვდა. პუერტო რიკოს მთავრობის ოფიციალური ცნობით, დაიღუპა 60 ადამიანი. თუმცა, ეს სამთავრობო განცხადება მოგვიანებით გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში და პუერტო რიკოს მთავრობას მოუწია ოფიციალური მიახლოების ჩვენება, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ მოკვდა 2,975 ადამიანი ან მეტი. ქარიშხალი მარია ყველაზე მძლავრი იყო პუერტო რიკოს ისტორიაში და შეგახსენებთ, რომ ქარიშხლები გაძლიერდება და ყველაზე მეტად დაანგრევს ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც აშშ-ის მსგავსი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ.
 ბოლო მიახლოებით, 2100 წლამდე კლიმატის ცვლილების ხარჯი იქნება მსოფლიო მშპ-ის 5%. ეს რიცხვი არ ითვალისწინებს positive feedback-ს;
 რაც მეტი ყინული დნება, უფრო მეტი ყინულში შეკავებული აირები, მაგალითად მეთანი, თავისუფლდება ატმოსფეროში, ნაკლები არქტიკული ყინული განაპირობებს მზის გამოსხივების ნაკლებად არეკვლას, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მეტ დათბობას, როგორც ეს ვიხილეთ დედამიწის კამბრიანული ეპოქის შემდეგ, როდესაც ხმელეთის დიდი ნაწილი ოკეანეში ჩაეფლო. “Positive feedback”-ის გათვალისწინებით, გლობალური დათბობის ხარჯებმა შეიძლება მსოფლიოს მშპ-ის 20%-ს მიაღწიოს.[26] საუბარია ათობით მილიონი ადამიანის კეთილდღეობაზე და ასობით მილიარდ დოლარზე ეს, მხოლოდ 2100 წლამდე.
 აქ არ მიხსენებია გლობალური დათბობის გავლენა ოკეანეებზე, მეთევზეობაზე, მარჯნის რიფებზე, წყლის და ნალექის მჟავიანობაზე და ასე შემდეგ. ისიც არ მიხსენებია, როგორი კრიზისული კასკადი შეიძლება დაიწყოს ეკონომიკაში, თუ მოსავლის აღება შემცირდება და მასობრივი მიგრაცია დაიწყება, რომელიც ასე თუ ისე უკვე დაწყებულია. აქ ისიც არ მიხსენებია რამდენად იმოქმედებს ყოველივე ეს, ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაზე.

6.    ჩვენი პასუხისმგებლობა

 რახან ადამიანებმა გადავწყივტეთ, რომ ერთმანეთის წინაშე გარკვეული პასუხსიმგებლობები გვაქვს, ვფიქრობ შესაბამისად უნდა მოვიქცეთ. ემისიები და გამონაბოლქვი მოქმედებს არამხოლოდ პლანეტის მომავალზე, არამედ მის მოსახლეობაზე აწმყოში. თუ ვთანხმდებით რომ იქამდე ვარ თავისუფალი ჩემ ქმედებებში, სანამ ჩემი ქმედებებით სხვას არ ვაყენებ ზიანს, მაშინ გლობალური დათბობა და მისი მიზეზები აღარ არის იდეოლოგიური პრობლემა. ქარხანა რომელიც მხუთავ აირს ტუმბავს ატმოსფეროში, შემდეგ კი ამ ჰაერს სხვებს ასუნთქებს, პასუხისმგებელია სხვების ჯანმრთელობაზე, რადგან მათ ვინც მოწამლულ ჰაერს ყლაპავენ, ამაზე თანხმობა არ მიუციათ. იგივენაირად, როდესაც ემისიების უმეტესობაზე პასუხისმგებელი რამდენიმე ქვეყანაა და მათი ქმედებებით სხვა ქვეყნები და ადამიანები ზარდალებიან, უსამართლობას აქვს ადგილი.
 2100 წლამდე, გლობალური დათბობას შეუძლია მილიონობით ადამიანის ცხოვრებას შეუქმნას საფრთხე და კიდევ უამრავის სიცოცხლე ტანჯვად აქციოს. თუმცა, შორეულ მომავალში, თუ მანამდე არაფერი ვიღონეთ, მომავალი თაობები უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. შეგახსენებთ, რომ ჩვენ არანაკლები პასუხისმგებლობა გვაქვს მომავალი თაობის და თაობების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა, იმის გათვალისწინებით რომ ვიცით, რომ ეს ადამიანები დაიბადებიან და მოუწევთ ჩვენ შეცდომებზე აგონ პასუხი, მომავალ თაობის წარმომადგენლებს ისე უნდა მოვექცეთ თითქოს ისინი უკვე დაიბადნენ.
 გასათვალისწინებელია, რომ გლობალური დათბობა კაცობრიობას როგორც მინიმუმ ძალიან ძალიან ძვირი უჯდება. რეალურად ზოგისთვის, გამოღვიძების მიზეზი სწორედ ეს არის.
 ჯერი ტეილორი, რომელიც CATO institute-ისთვის მუშაობდა და ავრცელებდა ტყუილებს პეტ მაიკლსის მსგავსად, მას შემდეგ დარწმუნდა რომ კლიმატის ცვლილების სკეპტიციზმი არაფრის მომტანი იყო, რაც Goldman Sachs-ის წარმომადგენელი, ბობ ლიტერმანი მას კლიმატის ცვლილების ეკონომიკურ ფაქტორებზე ესაუბრა;
Bob said, “The climate risks aren’t any different from financial risks I had to deal with at Goldman. We don’t know what’s going to happen in any given year in the market. There’s a distribution of possible outcomes. You have to consider the entire distribution of possible outcomes when you make decisions like this.”
 მანამდე ტეილორს მიუთითეს მისი კოლეგის პეტ მაიკლსის ტყუილებზე, რომლებიც ამ ნაწერში უკვე განვიხილე, თუმცა კატოს ინსტიტუტის დატოვების საბოლოო გადაწყვეტილება, ბობ ლიტერმანთან საუბრის შემდეგ მიიღო.[27]
 კაცობრიობის უნარში, რომ შემოქმედებითობით და ცნობისმოყვარეობით შეერკინოს გამოწვევას ეჭვი არ მეპარება. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ გლობალური დათბობის შემთხვევაში, ზუსტად ვიცით რაცაა პრობლემა და რა უნდა ვიღონოთ, რომ ეს პრობლემა გადავლახოთ. თუმცა, ყურადღება გვმართებს, რადგან პოლიტიკას და იდეოლოგებს დიდი ძალა აქვთ. ილარიონოვი, პეტ მაიკლსი, მონქტონი და მსგავსნი კიდევ ბევრი იქნებიან.
 საბოლოოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მართებს ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც აცნობიერებენ გლობალური დათბობის რისკს. ჩემთვის, ბევრად საწყენია როდესაც მეცნიერულ ფაქტებს კორტესი და ალ გორი ამახინჯებენ, ვიდრე ბენ შაპირო ან პატრიკ მური.







[2] Alan Bloom, Closing of the American mind, გვ. 74-80
[3] იქვე, გვ.379
[6] Geocarb III: A revised model of atmospheric CO2 over Phanerozoic time - R. Berner and Z. Kothavala, American Journal of Science, Feb 2001
[8] Atmospheric CO2: Principal Control Knob Governing Earth's Temperature - A. Lacis et al, Science, 2010
[9] CO2 levels required for deglaciation of a 'near-snowball' Earth"
T. Crowley et al, Geophysical Research Letters, 2001
[17] იგივე
[18] Global Climate Changes as Forecast by Goddard Institute for Space Studies Three-Dimensional Model- Journal of Geophysical Research Vol.,93, J.Hansen et al.
[26] Stern Review: The Economics of Climate Change, UK Government report, 2006

Comments

Popular posts from this blog

ედვარდ ჰოპერის მხატვრობა

 ბლოგებს და ბლოგერებს ზოგადად ძალიან ირონიულად ვუყურებდი, თუმცა ეჭვი მქონდა, რომ ოდესმე მეც მოვირგებდი "ბლოგერის" სტატუსს, რადგან უმეტეს შემთხვევებში რასაც დავცინი, ბოლოს სწორედ ის ვხდები. თავის გამართლებად ეს საკმარისი იქნება, ახლა დროა საქმეს შევუდგეთ.  დღეს ჩემი განხილვის საგანი იქნება ამერიკელი რეალისტი მხატვრის, ედვარდ ჰოპერის ესთეტიკა. ანუ ვეცდები ავხსნა რა მხატვრულ ხერხებს ხმარობს ის გარკვეული ეფექტის მისაღწევად.   სანამ უშუალოდ რამის გარჩევას დავიწყებდე, მინდა ავღნიშნო რომ მეოცე საუკუნის ამერიკულ მხატვრობაში, ყველაზე მეტად გავრცელებული თემატიკებია; მარტოობა და გაუცხოება. ეს "ტრენდი" ალბათ გამოწვეულია მეორე მსოფლიო ომით, საბჭოთა კავშირთან იდეოლოგიური ჭიდილით და რა თქმა უნდა წარმოუდგენლად დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით. (დეტალებს შემდეგი პოსტისთვის შემოვინახავ)  დასავლური მხატვრობის ისტორიაში გაუცხოების განცდის შესაქმნელად მხატვრები ძალიან კონკრეტულ ხერხებს მიმართავდნენ. პირველ რიგში ფერები უნდა ყოფილიყო ცივი, მაგრამ ძალიან კონტრასტული. სინათლე უნდა მოდ

აშშ და ვიეტნამის კრიზისი, 1950-1973

აშშ და ვიეტნამის კრიზისი 1950-1956 1947 წელს ჯონ კ. ფეირბენკმა (ინგ. John K. Fairbank ) შემდეგი კომენტარი გააკეთა ამერიკაში აგორებულ „ანტიკომუნისტურ“ ტალღაზე:  „ ჩვენი შიში კომუნიზმისა ნაწილობრივ მომავლის შიშია, რომელიც საბოლოოდ გვიბიძგებს ანტიკომუნისტური პოლიტიკისკენ აზიაში და სხვაგანაც. ამერიკელ ხალხს დააჯერებენ, რომ ანტიკომუნისტური მთავრობების მხარდაჭერა აზიაში რამენაირად დაიცავს ამერიკული სტილის ცხოვრება ს. ამერიკული პოლიტიკის მსგავსი განვითარება საბოლოოდ მიგვიყვანს გარემოებამდე, რომელშიც ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ რეჟიმებს, რომლებიც ეცდებიან ჩაახშონ პოპულარული მოძრაობები აზიაში. ეს ნიშნავს, რომ საბოლოდ ამერიკელი ხალხი იძულებული იქნე ბ ა , ებრძოლოს აზიელ ხალხს.   ამერიკული აგრესია საზღვარგარეთ ასოცირებული იქნება ანტიკომუნისტურ ავტორიტარიზმთან, მისი [ავტორიტარული რეჟიმის] მსხვერპლთათვის, ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები გაიგივებული იქნება ფაშიზმთან... ეს ნამდვილად ასე იქნება, რადგან ამერიკელი ლიბერალებიც კომუნიზმის შიშში შეუერთდნენ პუბლიკას...“ [1]  ზემოხს