Skip to main content

Posts

Showing posts from July, 2019

თანამედროვე სექსიზმი და ევოლუციური ფსიქოლოგია (feat.Jordan Peterson)

 21-ე საუკუნის დებატები პოლიტიკურ და სოციალურ ფილოსოფიაში ნამდვილად აქამდე არნახულია. იმიტომ არა, რომ 21-ე საუკუნეში ახალმა დებატებმა იჩინეს თავი (მცირე გამონაკლისების გარდა; გლობალური დათბობა, მასობრივი მიგრაცია) არამედ იმიტომ, რომ დებატები განახლდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც თითქოს წარსულს ჩაბარდა და ამჟამად მათზე თითქოს კონსენსუსი არსებობს. მაგალითად განახლდა დებატები ეთნოსახელმწიფოების არსებობის ლეგიტიმაციაზე, ინტელექტის რასობრივ განსხვავებებზე და ბოლოს ფემინიზმის ლეგიტიმურობაზე. ახლად აღმოცენებული (ძველი) საკითხების აქტუალობას ბევრი უკავშირებს კაპიტალიზმის ან ლიბერალიზმის კრიზისს, ზოგი სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ერას და ა.შ. ეს მოსაზრებები თავისთავად საინტერესოა, თუმცა ერთი რამ მაინც აშკარაა. რაც არ უნდა განაპირობებდეს ანტი-ფემინისტური, ანტი-პლურალისტური და ანტი-ინტერნაციონალისტური განწყობების აღმოცენებას, ის ცუდი არგუმენტები რომლებსაც ეს დისკურსები ემყარებოდა, ისევ ცუდი არგუმენტებია და ამას დრო, კარგად აჩვენებს.  ანტი-ფემინისტური დისკურსის მთავარი არგუმენტის კარიკატ

ქარის წისქვილები, ანუ POSTV-ის ვრცელი კრიტიკა

წავედი დრაკონებს უნდა ვეჩხუბო- უთხრა დონ კიხოტმა სანჩოს კი მაგრამ ეგ ქარის წისქვილებია- მიუგო სანჩო პანსამ (მოგონილი ციტატა დონ კიხოტიდან (უბრალოდ სულ მინდოდა ციტატის გამოყენება ესეის წინ(შესაფერისი ციტატის მოძიება კი რთულია ამიტომ ვიფიქრე სათაური უკვე მაქვს და ბარემ ამას მოვარგებ თქო(მაგრამ დონ კი ხოტის წიგნი არ მქონდა ამიტომ ვერაფერი ვიპოვე))) (ყურადღება, ტექსტი რომელიც ახლა უნდა წაიკითხოთ შეიცავს საშინელ გრამატიკულ შეცდომებს და არ არის არც გადამოწმებული, არც შესწორებული) საქართველოში, პოლიტიკა ერთობ უცნაური რამ არის. ერთი მხრივ არსებობს რეალური, ადგილობრივი პოლიტიკური პრობლემები, რომლების საჯაროდ განხილვა ნამდვილად ღირს, მეორე მხრივ გარკვეულ წრეებში, საჯარო დისკუსია მეტწილად არარსებული ან მეორეხარისხოვანი პრობლემების განხილვას ეთმობა. თვითონ ეს ფაქტი უცნაური არაა, მსგავსი ვითარება ხშირად სხვაგანაც იჩენს თავს, თუმცა საქართველოსთვის ეს უცნაური იმიტომ არის, რომ აქ მიმდინარე პოლიტიკური დისკურსი ჩემნაირ და POSTV -ის ანალიტიკოსებისნაირ პრივილეგირებულ ახალგაზრდე