Skip to main content

თანამედროვე სექსიზმი და ევოლუციური ფსიქოლოგია (feat.Jordan Peterson)



 21-ე საუკუნის დებატები პოლიტიკურ და სოციალურ ფილოსოფიაში ნამდვილად აქამდე არნახულია. იმიტომ არა, რომ 21-ე საუკუნეში ახალმა დებატებმა იჩინეს თავი (მცირე გამონაკლისების გარდა; გლობალური დათბობა, მასობრივი მიგრაცია) არამედ იმიტომ, რომ დებატები განახლდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც თითქოს წარსულს ჩაბარდა და ამჟამად მათზე თითქოს კონსენსუსი არსებობს. მაგალითად განახლდა დებატები ეთნოსახელმწიფოების არსებობის ლეგიტიმაციაზე, ინტელექტის რასობრივ განსხვავებებზე და ბოლოს ფემინიზმის ლეგიტიმურობაზე. ახლად აღმოცენებული (ძველი) საკითხების აქტუალობას ბევრი უკავშირებს კაპიტალიზმის ან ლიბერალიზმის კრიზისს, ზოგი სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ერას და ა.შ. ეს მოსაზრებები თავისთავად საინტერესოა, თუმცა ერთი რამ მაინც აშკარაა. რაც არ უნდა განაპირობებდეს ანტი-ფემინისტური, ანტი-პლურალისტური და ანტი-ინტერნაციონალისტური განწყობების აღმოცენებას, ის ცუდი არგუმენტები რომლებსაც ეს დისკურსები ემყარებოდა, ისევ ცუდი არგუმენტებია და ამას დრო, კარგად აჩვენებს. 

ანტი-ფემინისტური დისკურსის მთავარი არგუმენტის კარიკატურა შემდეგნაირია;

ფემინიზმის მეორე ტალღის შემდეგ, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში (უმეტესად დასავლურ), ქალები და კაცები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ როგორც ლეგალურ საკითხებში და საჯარო სივრცეში, ისე პოლიტიკაში და ბიზნესში. შესაბამისად შედეგების გამოსავლიანობათა განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის განპირობებულია არა უსამართლობით, არამედ მეტწილად ბიოლოგიური განსხვავებით. ეს ყველაზე უკეთ ვლინდება ისეთ განვითარებულ სახელმწიფოებში სადაც პოზიტიური დისკრიმინაციის მიუხედავად (კვოტირება, ინცენტივები ქალებისთვის და ა.შ) განსხვავება ქალთა და კაცთა საქმიანობას შორის არ იცვლება. 

 ის რომ განსხვავება ქალების და კაცების არჩევანს და საქმიანობას შორის მეტწილად ბიოლოგიური სხვაობების გამოა განპირობებული, საკმაოდ გავრცელებული ჰიპოთეზაა. ბევრი ამით ხსნის იმ ფაქტს, რომ მიუხედავად სრული თანასწორობისა კაცები მაინც უფრო ხშირად ირჩევენ ეგრედწოდებულ "მათემატიკურ საქმიანობას", ინჟინერია, ფიზიკა და ა.შ. ამის შესახებ ვრცლად საუბრობს ჩემი საყვარელი ფსევდომეცნიერი, ჯორდან პიტერსონი. გთავაზობთ მის ციტატას;

 https://www.youtube.com/watch?v=LSXEHsYf8uQ)

“It’s not obvious to me that women’s nervous systems are actually - actually serve to function in the best interests of women. I think that they actually serve to function in the best interests of women and infants. Because if you think about our evolutionary past - and for that matter our present, now you’re quite a different creature when you’re a single person, male or female, than you are when you’re a female that has an infant. … they’re very fragile [infants], and so it seems to me quite likely that women’s nervous systems are optimised so that they’re more threat sensitive and more sensitive to emotional pain because they have to be more responsive to infants and they have to take care of them… I think that tilts women’s nervous systems hard in the direction of what men might regard as excessive negative emotionality...
...women are more enthusiastic, which means that not only do they have more negative emotion than men they also have more positive emotion. And so - so that’s the positive emotion to mention. The negative emotion to mention is neuroticism… it basically indexes anxiety and emotional pain: frustration, disappointment, grief, that sort of thing all on the same dimension. That breaks into volatility and volatility - volatile people are rather irritable and withdrawn and people who are withdrawn are less likely to do things that are threatening. And women are higher by about a third of a standard deviation in both of those...
...You might say ‘well, what’s your evidence that those differences in personality aren’t culturally constructed?’ - and the evidence for that is quite clear, you can go online, you can look up the Scandinavian studies. Go online and look up ‘gender differences in personality cross-culturally’. You’ll find the relevant studies, they’ve been done with tens of thousands of people and what they’ve showed quite clearly is that in those societies where the most has been done to move the social world into a position of radical equality - and so that would roughly be the Scandinavian countries, because they’ve done more of that than any other country - the personality differences between men and women maximise, they don’t minimise...
...We’ve actually put the social constructionist hypothesis with regards to gender differences in sex and personality - we’ve put that to the test in a very intense way, and the social constructionist viewpoint failed...” 

ამ ინტერვიუში, პიტერსონი ზუსტ კვლევებზე არ მიუთითებს. თუმცა ერთგან წყარო მოჰყავს; Personality and gender differences in global perspective, რომელიც გამოქვეყნდა 2017 წელს ფსიქოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში, რომლის ერთერთი ავტორია დევიდ პ. შმიტი https://onlinelibrary.wiley.com/doi/pdf/10.1002/ijop.12265 იქ შემდეგს ვკითხულობთ;

“In a related study of gender differences in occupational education, Charles and Bradley (2009) examined gender differences in the pursuit of science, technology, engineering and mathematics-related occupations across 44 nations and found the largest differences were observed in the most gender egalitarian nations (e.g., Finland, Germany, Sweden and Switzerland) and the smallest gender differences were found in the least gender egalitarian nations (e.g., Bulgaria, Colombia, Indonesia and Tunisia)” 

პიტერსონის და დევიდ პ. შმიტისთვის სამწუხაროდ, კვლევა რომელსაც ეს უკანასკნელი ციტირებს საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად ძალიან შორსაა იმ დასკვნებისგან, რომლებამდეც ეს ორი ფსიქოლოგი მიდის. ჩარლზის და ბრედლის ორიგინალური კვლევა ძალიან განსხვავებულ რაღაცას ამტკიცებს https://www.jstor.org/stable/10.1086/595942?seq=1#page_scan_tab_contents;

Conventional evolutionary models of women’s status cannot provide a satisfactory account of cross-national and historical variability in sex segregation by field of study because they underestimate the enduring cultural force of gender-essentialist ideology (i.e., cultural beliefs in fundamental and innate gender differences), which has proven to be extremely influential in shaping life experiences, expectations, and aspirations, even in the most liberal egalitarian societies”

ჩარლზი და ბრედლის კვლევის მიხედვით, რომელიც 2009 წელს გამოქვეყნდა "ამერიკულ სოციოლოგიურ ჟურნალში" (ინგ. American Journal of Sociology), ავტორები ამტკიცებენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში სადაც ლეგალურ დონეზე გენდერული თანასწორობა მიღწეულია კულტურა დიდ როლს თამაშობს გენდერულ შესაძლებლობებზე წარმოდგენებში. მაგალითისთვის, უშუალოდ ქალებს და კაცებს თავიანთ შესაძლებლობებზე ძალიან სხვადასხვა წარმოდგენები აქვთ. ქალები, ხშირად მიიჩნევენ რომ მაგალითად მათემატიკა ნაკლებად ეხერხებათ კაცებთან შედარებით და კაცები მიიჩნევენ, რომ მათემატიკა უკეთ გამოსდით ვიდრე ქალებს. ეს წარმოდგენები კი არაემპირიული ხასიათისაა. ამის ნათელი ილუსტრაციაა შემდეგი დოგმატური აზრი, რომელიც საქართველოში ხშირად ჟღერდება; "ბიჭებს მათემატიკური ტვინი აქვთ" ან შემდეგი ფრაზა "ამ გოგოს ბიჭური ტვინი აქვს". ჩარლზი და ბრედლი თავიანთი არგუმენტის საილუსტრაციოდ შემდეგ კვლევას ციტირებენ; 


Gender and the Career Choice Process: The Role of Biased Self‐Assessments

რომელიც გამოქვეყნდა იმავე ჟურნალში; https://www.jstor.org/stable/10.1086/321299?origin=JSTOR-pdf&seq=1#page_scan_tab_contents

“while empirical support for actual gender differences in mathematical competence is weak… the belief of male mathematical superiority itself is widely dispersed in American culture. Exposure to news reports that claim that males have greater natural mathematical ability has been found to increase mothers’ stereotypic perceptions of their daughters’ mathematical abilities…”

კვლევის ავტორის აზრით, იმის გამო რომ საკუთარი მათემატიკური კომპეტენციის შესახებ კაცებს უფრო დიდი წარმოდგენა აქვთ, ვიდრე ქალებს (მიუხედავად იმისა, რომ მათი აკადემიური მოსწრება თანაბარია), კაცები ხშირად ისეთ კარიერულ გადაწყვეტილბებს აკეთებენ, სადაც მათემატიკა უფრო დიდ როლს თამაშობს, ქალები კი განსხვავებულ პროფესიებს ირჩევენ.

 პიტერსონს კორელის ეს კვლევა, რომელზეც ახლა ვსაუბრობ თავისი არგუმენტის გასამყარებლად შემდეგ ვიდეოს აღწერაში მოჰყავს; https://www.youtube.com/watch?v=SEDuVF7kiPU
 რეალურად, კვლევა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მეტიც, მაგალითადაა მოყვანილი საინტერესო ტესტი;
 ქალებიც და კაცებიც გადიან ერთიდაიგივე ტესტს, ოღონდ ქალების ერთ ჯგუფს ეუბნებიან რომ ამ ტესტში კაცები უკეთეს შეფასებას იღებენ, როდესაც ქალებს ამ ინფორმაციას არ აწვდიდნენ, ქალებიც და კაცებიც ტესტს პრაქტიკულად იდენტურად ასრულებდნენ (გვ. 1698).
 ესენციალისტური ხედვები გენდერულ კომპეტენციაზე კარგად აისახება სხვა სფეროებშიც, მაგალითად ჭადრაკში. ერთერთი მნიშვნელოვანი კვლევის მიხედვით ქალი და კაცი გროს-მეისტერების თამაშებში, ქალები უარესად თამაშობენ როცა მათ იციან, რომ კაცს ეთამაშებიან (ანუ კაცები უფრო ხშირად იგებენ), ხოლო როცა მათ არ იციან რა სქესის ოპონენტს ხვდებიან, ქალები და კაცები ერთნაირად თამაშობენ (ანუ თანაბარი რაოდენობის თამაშებს იგებენ)

სოციალური და კულტურული წარმოდგენები გენდერულ კომპეტენციაზე დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა გენდერული იდენტობის და სქესის ადამიანების კარიერულ არჩევნებზე. ამის დისკრედიტაცია ზემოხსენებული კვლევების საფუძველზე ( და არამხოლოდ) პრაქტიკულად შეუძლებელია. 

შედარებით ლიბერალურ და ეგალიტარულ სახელმწიფოებში, "ბუნებრივი გენდერული სეგრეგაციის" მაჩვენებელი რომ უფრო მაღალია განვითარებად და ნაკლებად ლიბერალურ ქვეყნებთან შედარებით არაფერზე არ მეტყველებს. ლოგიკურია რომ ისეთ საზოგადოებაში სადაც გამჯდარია ტრადიციული "პიროვნული პასუხისმგებლობის" იდეოლოგია, სადაც ადამიანები პირადად ირჩევენ საკუთარ მისწრაფებებს, სოციალური წარმოდგენები ამა თუ იმ ტიპის კომპეტენციაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს. ინდივიდუალისტური მოძღვრების მიხედვით, სადაც ადამიანი თვითონ ირჩევს საკუთარ თავს, ხოლო ადამიანების წარმოდგენა საკუთარ კომპეტენციაზე მნიშვნელოვნად განისაზღვრება სოციალური და კულტურული ასპექტებით, გასაკვირი არაა რომ ქალები და კაცები "ტრადიციულ" კარიერულ არჩევნებს აკეთებენ. პიროვნულ თავისუფლება ან მისი თანამედროვე გამოვლინება, ტანდემში ეკონომიკურ ეგალიტარიზმთან აუცილებლად არ ბადებს სოციალურ ეგალიტარიზმს. მაგალითისთვის, საინტერესო იქნება საბჭოთა კავშირის განხილვა;

 მკითხველს ვურჩევ იხილოს უილიამ მანდელის ძალიან საინტერესო წიგნი "საბჭოთა ქალები" https://ia902607.us.archive.org/34/items/SovietWomen/Soviet%20Women.pdf
აქ საინტერესო რამეს ვკითხულობთ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს საკვირველი არ უნდა იყოს;

 “Personnel of the Leningrad Institute of High-Molecular Compounds tell of the world-famous Western chemist who visited it, and, after seeing several laboratories, asked in obvious perplexity: ‘And tell me, please, what are these beautiful ladies doing here?’ As of 1962, 180 women in that one institute were graduate chemists or other scientists, of whom 37 were Ph.Ds and 2 had the super degree of doktor, which usually takes ten years of postdoctoral work plus a really creative thesis...
…By contrast, 99 per cent of the one thousand firms of consulting engineers in the United States reported to a survey that they employ no women engineers. In a space for comments, there were some owners who actually said: ‘As long as I can hire a man to do an engineering job, I won’t hire a woman’... ‘I hate women’.”

 (გვ.127)

კარგად დოკუმენტირებული ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი საკმაოდ რეპრესიული იყო ადამიანების უფლებების მხრივ, ის მცირე უფლებები რაც არსებობდა, კაცებს და ქალებს თანაბრად ჰქონდათ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონმდებლობის დონეზეც ქალებსა და კაცებს შორის მნიშვნელოვანი უთანასწორობა არსებობდა. თანაბარი უფლებების შესწორება აშშ-ის კონსტიტუციაში საბოლოოდ შევიდა 1978 წელს.

 მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის და ზოგადად პოსტ-საბჭოთა ქვეყნება სწრაფად იცვალეს ეკონომიკური კურსი, ისევე როგორც სოციალური იდეოლოგია, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ქალების დასაქმება პროცენტული მაჩვენებლით, მაღალი მენეჯმენტის პოზიციებზე იქნება ეს აღმასრულებელი დირექტორი თუ სხვა, ბევრად მაღალია დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ასევე, პროცენტულად, აღმოსავლეთ ევროპაში ბევრად მეტი ქალი აბარებს მათემატიკასთან დაკავშირებულ პროფესიებზე, როგორებიცაა ინჟინერია, ფიზიკა და ა.შ, ვიდრე ევროპაში (ჩარლზი და ბრედლი, 2009 გვ. 942).

იმის მიზეზი თუ რატომ ასაქმებდა საბჭოთა კავშირის მთავრობა ბევრად მეტ ქალს "მეცნიერულ პოზიციებზე" სპეკულაციის საკითხია. ისიც ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირში ბევრად მეტი ქალი აბარებდა ზუსტი მეცნეირების ფაკულტეტებზე ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ჩემი ვარაუდია, რომ საბჭოთა კავშირი ამგვარად ცდილობდა მორალური უპირატესობის მოპოვებას. საიდუმლოა არაა, რომ აშშ-ში არსებული გენდერული და სქესობრივი დისკრიმინაცია ხშირად გამოიყენებოდა პროპაგანდულ იარაღად უფრო "ეგალიტარულ" (აქცენტი ბრჭყალებზე) საბჭოთა კავშირში.

 ევოლუციური ფსიქოლოგია ახალი და საინტერესო დარგია, თუმცა პიტერსონის და სხვა ბევრი ფსიქოლოგის ხელში, ევოლუციური ფსიქოლოგია სექსისტური წინასწარგანწყობების ფსევდომეცნიერული ლეგიტიმაციისთვის გამოიყენება. რახან ევოლუციური ფსიქოლოგია ჯერ კიდევ ძალიან შორსაა სანდო ემპირიციზმისგან, ხშირად გარკვეული ფენომენების გასამართლებლად უბრალო "ლოგიკა" გამოიყენება. მაგალითად, ქალები და კაცები საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა გენდერულ როლებს ასრულებდნენ და ისინი ბიოლოგიურად განსხვავდებიან, ამიტომ ლოგიკურია რომ კაცები უფრო რისკთან ასოცირებული საქმეებისკენ იყვნენ მიდრეკილვნი ვიდრე ქალები. რახან ეს თეზა ზოგისთვის ლოგიკურად ჟღერს, არ ნიშნავს რომ ჭეშმარიტია. აღსანიშნავია, რომ ხშირად რაღაც რაც "ლოგიკურად" ჟღერს, მსგავსი დებულების ლოგიკურობა კულტურის ნაწილია და ამის უგულებელყოფა უბრალოდ შეუძლებელია. ამაში არაფერია "ფსიქოლოგიური", არც "მეცნიერული" და მითუმეტეს "ემპირიული".

ხშირად, პიტერსონისნაირი ფსევდომეცნიერების სამხელად მათივე წყაროების შემოწმება კმარა.





Comments

Popular posts from this blog

გლობალური დათბობა, პოლიტიკა და მეცნიერება

ეძღვნება ვატოს 2019 წლის 23 სექტემბერს, 16 წლის აქტივისტი- გრეტა ტუნბერგი გაეროში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა საკმაოდ ბანალური იყო, როგორც ეს ზოგადად გაეროში სიტყვით გამოსვლებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა აქტივისტის სიტყვებს საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა. კლიმატის ცვლილების „სკეპტიკოსებმა“ მალევა დაიწყეს 16 წლის ბავშვის ლანძღვა და მისთვის ბრალდებების წაყენება, თითქოს ტუნბერგს „იყენებდნენ“, თითქოს მისი ემოციურობა ფარსი იყო. ზოგს აქტივისტის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვია, მაგრამ იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ სიტყვით ბ ა ვ შ ვ ი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მოსაზრებას, რომ ტუნბერგი უბრალო თოჯინაა. ისინი ვინც, ამას ამტკიცებენ რატომღაც მიიჩნევენ, რომ 16 წლის ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ან არ შეუძლია იყოს ემოციური. უშუალოდ ის ფაქტი, რომ ემოციურობა საჯარო სივრცეში ავტომატურად მონათლულია არაგულწრფელობად, საკმაოდ შემაძრწუნებელი ფაქტია და კარგად მიანიშნებს საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.   ტუნბერგის გამოსვლამ, უფრო სწორად მისი გამოსვ

ედვარდ ჰოპერის მხატვრობა

 ბლოგებს და ბლოგერებს ზოგადად ძალიან ირონიულად ვუყურებდი, თუმცა ეჭვი მქონდა, რომ ოდესმე მეც მოვირგებდი "ბლოგერის" სტატუსს, რადგან უმეტეს შემთხვევებში რასაც დავცინი, ბოლოს სწორედ ის ვხდები. თავის გამართლებად ეს საკმარისი იქნება, ახლა დროა საქმეს შევუდგეთ.  დღეს ჩემი განხილვის საგანი იქნება ამერიკელი რეალისტი მხატვრის, ედვარდ ჰოპერის ესთეტიკა. ანუ ვეცდები ავხსნა რა მხატვრულ ხერხებს ხმარობს ის გარკვეული ეფექტის მისაღწევად.   სანამ უშუალოდ რამის გარჩევას დავიწყებდე, მინდა ავღნიშნო რომ მეოცე საუკუნის ამერიკულ მხატვრობაში, ყველაზე მეტად გავრცელებული თემატიკებია; მარტოობა და გაუცხოება. ეს "ტრენდი" ალბათ გამოწვეულია მეორე მსოფლიო ომით, საბჭოთა კავშირთან იდეოლოგიური ჭიდილით და რა თქმა უნდა წარმოუდგენლად დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით. (დეტალებს შემდეგი პოსტისთვის შემოვინახავ)  დასავლური მხატვრობის ისტორიაში გაუცხოების განცდის შესაქმნელად მხატვრები ძალიან კონკრეტულ ხერხებს მიმართავდნენ. პირველ რიგში ფერები უნდა ყოფილიყო ცივი, მაგრამ ძალიან კონტრასტული. სინათლე უნდა მოდ