Skip to main content

Posts

Showing posts from 2017

აშშ და ვიეტნამის კრიზისი, 1950-1973

აშშ და ვიეტნამის კრიზისი 1950-1956 1947 წელს ჯონ კ. ფეირბენკმა (ინგ. John K. Fairbank ) შემდეგი კომენტარი გააკეთა ამერიკაში აგორებულ „ანტიკომუნისტურ“ ტალღაზე:  „ ჩვენი შიში კომუნიზმისა ნაწილობრივ მომავლის შიშია, რომელიც საბოლოოდ გვიბიძგებს ანტიკომუნისტური პოლიტიკისკენ აზიაში და სხვაგანაც. ამერიკელ ხალხს დააჯერებენ, რომ ანტიკომუნისტური მთავრობების მხარდაჭერა აზიაში რამენაირად დაიცავს ამერიკული სტილის ცხოვრება ს. ამერიკული პოლიტიკის მსგავსი განვითარება საბოლოოდ მიგვიყვანს გარემოებამდე, რომელშიც ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ რეჟიმებს, რომლებიც ეცდებიან ჩაახშონ პოპულარული მოძრაობები აზიაში. ეს ნიშნავს, რომ საბოლოდ ამერიკელი ხალხი იძულებული იქნე ბ ა , ებრძოლოს აზიელ ხალხს.   ამერიკული აგრესია საზღვარგარეთ ასოცირებული იქნება ანტიკომუნისტურ ავტორიტარიზმთან, მისი [ავტორიტარული რეჟიმის] მსხვერპლთათვის, ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები გაიგივებული იქნება ფაშიზმთან... ეს ნამდვილად ასე იქნება, რადგან ამერიკელი ლიბერალებიც კომუნიზმის შიშში შეუერთდნენ პუბლიკას...“ [1]  ზემოხს

აშშ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფილიპინები და კორეის პრობლემა

  საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის , ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოკავშირეობა და საბოლოოდ ნატოში გაწევრიანება ერთ - ერთი ( თუ ერთადერთი არა ) გზაა საქართველოს დამოუკიდებელი განვითარებისთვის . ქვეყნის სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ , ძირითადად გამოწვეულია ერთადერთი მიზეზით - ჩვენს მეზობელს ჩრდილოეთით საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული . ამის გამო ბევრი მიიჩნევს , რომ რუსეთი ყველაზე საშიში ძალაა დედამიწაზე , რომელსაც ცივსისხლიანი იმპერიალისტური მიზნები ამოძრავებს მთელი მსოფლიოს გარშემო . ამერიკის შეერთებული შტატები კი განიხილება როგორც გლობალური , დემოკრატიული ძალა , რომელიც უნდა დაუპირისპირდეს ამ მცოცავ ტირანიას და დიქტატურას , რომელიც დასაბამს კრემლიდან იღებს .             რუსეთიდან , მანამდე კი საბჭოთა კავშირიდან წამოსული საფრთხე , ბევრს თვალს ახუჭინებს აშშ - ს არალეგიტიმურ და ტერორისტულ ქმედებებზე , რომლებიც ( გლობალურ დონეზე ) ხშირად ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ მ