Skip to main content

აშშ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფილიპინები და კორეის პრობლემა


  საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოკავშირეობა და საბოლოოდ ნატოში გაწევრიანება ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) გზაა საქართველოს დამოუკიდებელი განვითარებისთვის. ქვეყნის სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ, ძირითადად გამოწვეულია ერთადერთი მიზეზით- ჩვენს მეზობელს ჩრდილოეთით საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული. ამის გამო ბევრი მიიჩნევს, რომ რუსეთი ყველაზე საშიში ძალაა დედამიწაზე, რომელსაც ცივსისხლიანი იმპერიალისტური მიზნები ამოძრავებს მთელი მსოფლიოს გარშემო. ამერიკის შეერთებული შტატები კი განიხილება როგორც გლობალური, დემოკრატიული ძალა, რომელიც უნდა დაუპირისპირდეს ამ მცოცავ ტირანიას და დიქტატურას, რომელიც დასაბამს კრემლიდან იღებს.
            რუსეთიდან, მანამდე კი საბჭოთა კავშირიდან წამოსული საფრთხე, ბევრს თვალს ახუჭინებს აშშ- არალეგიტიმურ და ტერორისტულ ქმედებებზე, რომლებიც (გლობალურ დონეზე) ხშირად ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ მსოფლიოსთვის, ვიდრე რუსეთის იმპერიული ზრახვები. ახლა, როდესაც აშშ- ადმინისტრაციის რიტორიკა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში, მსოფლიოს ძალიან აახლოვებს ბირთვულ ომთან, მგონი ღირს ცოტა ხნით გადავიაზროთ ჩვენი დასავლელი მოკავშირის საგარეო პოლიტიკა და მცირედი დრო მის განხილვასაც დავუთმოთ. ამ ესეის ფარგლებში მოკლედ განვიხილავ აშშ- საგარეო პოლიტიკის ბნელი ისტორიის ორ მაგალითს და დამატებით ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზე, რადგან მეტწილად სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიდა აშშ გლობალურ სუპერსახელმწიფოდ.

ფილიპინები 1940-1953
 მე მოუსვენრად ვიარე თეთრ სახლში წინ და უკან. ყოველ ღამე, შუა ღამემდე; და მე არ მრცხვენია, რომ გითხრათ თქვენ, ჯენტლმენებო, რომ მუხლებზეც დავემხე და ყოვლის შემძლე ღმერთის წინაშე ვილოცე სინათლისთვის და მითითებებისთვის. ერთ ღამესაც მივხვდი... არ ვიცი, როგორ, მაგრამ მივხვდი: (1) რომ ჩვენ არ შეგვეძლო მათი (ფილიპინების კუნძულების) ესპანეთისთვის დაბრუნება- რომ ეს იქნებოდა მხდალი საქციელი; (2) ჩვენ ვერ მივცემდით მათ (ფილიპინის კუნძულებს) ვერც საფრანგეთს და ვერც გერმანიას- ჩვენ კომერციულ კონკურენტებს- ეს იქნებოდა ცუდი ბიზნესი; (3) ვერც მარტოებს დავტოვებდით- მათ არ გამოუვიდოდათ თვითმმართველობა- ისინი მალე გადაეშვებოდნენ ანარქიაში, რომელიც ესპანეთის ბატონობაზე უარესი იქნებოდა; და (4) ჩვენ მეტი არაფერი დაგვრჩა, გარდა იმისა რომ ისინი (ფილიპინების კუნძულები) მთლიანად ჩვენთვის დაგვეტოვებინა, რომ განგვენათლებინა ფილიპინელები; და ცივილიზაციისთვიის, ქრისტიანობისთვის მიგვეჩვია. და ღვთის ნებით, მათთვის ყველაფერი უნდა გვეცადა რაც შეგვიძლო, როგორც ჩვენი თანამოძმეებისთვის და ქრისტეს შვილებისთვის“.
- უილიამ მაკკინლი, აშშ-ის პრეზიდენტი, 1899 [1]
უილიამ მაკკინლის გაგებით, თანამოძმეებისთვის ყველაფრის გაკეთებაში იგულისხმებოდა ათი ათასობით ფილიპინელის მკვლელობა, მათი სოფლების გადაწვა, წამება და საბოლოოდ ეკონომიკური ექსპლუატაციის დაწესება.

1889 წელს ესპანეთმა ფილიპინების კუნძულები აშშ- მიჰყიდა 20 მილიონ დოლარად, მაგრამ ფილიპინელები, რომელთაც უკვე აღდგენილი ჰქონდათ თავიანთი დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი, მაინცდამაინც კმაყოფილნი არ იყვნენ იმით, რომ მათი სამშობლო ერთმა ქვეყანამ მეორეს მიჰყიდა. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ყველაფერი ქნა, რაც კი შეეძლო, კერძოდ კი, ფილიპინების კუნძულებზე 50 000 ჯარისკაცი შეიყვანა, რომ ფილიპინელებს ამერიკის მთავრობის უანგარო ზრუნვა დაეფასებინათ.

აშშ-ის მთავრობასა და ფილიპინელებს შორის კონფლიქტი 1945 წლამდე გაგრძელდა, თუმცა 1945 წელს ფილიპინური ნაციონალისტური მოძრაობა, სახელწოდებითჰაკები“ (ინგ. Huks), საერთო მტრისიაპონიის წინააღმდეგ გაერთიანდა. როდესაც ბრძოლა იაპონელების წინააღმდეგ დასასრულს უახლოვდებოდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰაკების (რომლებიც მოგვიანებით კომუნისტური პარტიის მხარდამჭერები გახდნენ) და ფილიპინების კომუნისტური პარტიის დევნა დაიწყო. კომუნისტური პარტიისა და ჰაკების წევრები, რომლებმაც მიუვალ სოფლებსა და ქალაქებში პატარა თვითმმართველობები ან ანარქისტული კომუნები დააწესებს, დაიჭირეს ან დახოცეს. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც იაპონელი ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლა, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, ჰაკები კი პარალელურად ჯერ კიდევ ეხმარებოდნენ ამერიკელ სამხედროებს.[2]

ჰაკების ( ჰაკი, ფილიპინურად არის Hukbalahap-ის შემოკლება, რაც პირდაპირ ითარგმნება როგორცსახალხო არმია იაპონიის წინააღმდეგ) ორგანიზება 1942 წელს, თავდაპირველად წახალისებული, ნაწილობრივ ინიცირებული იყო ფილიპინების კომუნისტური პარტიის მიერ, იაპონელი დამპყრობლების საპასუხოდ. ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსისთვის, ნებისმიერ ქვეყანაში სიტყვაკომუნისტურისგაჟღერება, ავტომატურად უკავშირდებოდა საბჭოთა კავშირს. შესაბამისად, ყოველგვარი კვლევის ან გამოძიების გარეშე, ნებისმიერი კომუნისტური ან სოციალისტური პარტია, თავისი მხარდამჭერებით, სასწრაფოდ იყო გასანადგურებელი.[3]
           
 ამერიკელი პოლიტიკოსების მოსაზრების მიუხედავად, ჰაკების დაჯგუფება და ფილიპინების კომუნისტური პარტია, საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით არ სარგებლობდა. ის კი არა ჰაკები (თავდაპირველად), კომუნისტები არც ყოფილან. მათი მთავარი მოთხოვნა, იყო აგრარული რეფორმა და მიწების დაკანონება მოქალაქეებისთვის. ამასთანავე, მათ სურდათ ინდუსტრიული რეფორმა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უშლიდა, რადგან, როგორც ჩანს, იმ დროისთვის აშშ-ისთვის აგრარული რესურსი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფილიპინების დამოუკიდებელი ინდუსტრიული განვითარება. New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომჰაკების აჯანყება ზოგადად არის იმდროინდელი უკმაყოფილების და უბედურების გამონაზარდი...“[4]

 აშშ- მთავრობის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ჰაკების მთავარი საზრუნავი, გლეხების მწუხარება იყო და არა ლენინისტური წყობის დამყარება“.[5]
 1945 წლის მიწურულს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვის მერე, აშშ-მა დაიწყო არალეგიტიმურად დამყარებული ფილიპინების მთავრობის დაქირავებული, 50 000 სამხედროს წვრთნა-შეიარაღება ცივი ომისთვის. აშშ- არმიის გენერალის, უილიამ არნოლდის თქმით, ეს პროგრამააუცილებელი იყო შიდა წყობის შესანარჩუნებლად და არანაირ კავშირში არ იყო საგარეო სირთულეებთან.“
            1946 წელს, უზარმაზარი პროტესტების შედეგად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმადაარწმუნა“ (თავისივე) დანიშნული მთავრობა, არჩევნების განმეორებით ჩატარებაში. ამ დროისთვის ჰაკები, ლიბერალური პარტია და სოციალისტური პარტია (რეალურად სოციალ.დემოკრატიული) გაერთიანდნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და დააარსეს დემოკრატიული ალიანსი. ალიანსის რამდენიმე კანდიდატმა, მათ შორის ჰაკების წინამძღოლმა, ლუი ტარუქმა ადგილები მოიპოვეს ფილიპინების კონგრესში და სენატში, თუმცა ისინი თავიანთ თანამდებობაზე არ იყვნენ დაშვებულნი. აშშ-ის და მის მიერ დანიშნული ფილიპინების მთავრობის მტკიცებით, ჰაკებმა და მთლიანად დემოკრატიულმა ალიანსმა, არჩევნებში მონაწილენიდააშინესან არალეგიტიმური გავლენა იქონიეს ამომრჩევლებზე.
            ეს დასკვნა გაკეთებული იყო ყველანაირი გამოძიების ან კვლევის გარეშე, რაც რეალურად ელექტორული ტრიბუნალის მოვალეობა იყო.[6]
            მსგავსი ქმედებების მიზეზი გასაოცრად გამჭირვალეა:
 არჩევნებიდან რამდენიმე თვეში იგეგმებოდა ფილიპინების დამოუკიდებლობის აღდგენა (ირონიულად, ზუსტად 4 ივლისს). მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზებით, ფილიპინების ადგილობრივმა მთავრობამ, მიიღოფილიპინები-აშშ-ის ვაჭრობის აქტი“, რომლის მიხედვითაც, აშშ-სა და ფილიპინებს ექნებოდათთანაბარი უფლებაქვეყნის (ფილიპინების) ბუნებრივი დასაზოგადორესურსების გამოყენებაში.[7]
 ფილიპინების კონგრესმა, ეს აქტი მიიღო 2 ნამატი ხმით (ჰაკებს, კონგრესში 3 ადგილი ეკუთვნოდათ). მოგვიანებით, ფილიპინების უკვედამოუკიდებელმამთავრობამ, გააფორმა ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლის მიხედვითაც, აშშ-, ფილიპინების ტერიტორიაზე, სამხედრო ბაზების განთავსების უფლება მიეცა.
 ამ სამხედრო ხელშეკრულების ერთერთი პუნქტის მიხედვით, ფილიპინებს ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამხედრო შეიარაღების შეძენა, ამერიკის ნებართვის გარეშე.[8]
 ამ უკანასკნელს საპროტესტო ტალღა მოყვა, რომელსაც მხარს უჭერდა თითქმის ყველა ფილიპინური პარტია და აქტივისტური დაჯგუფება ჰაკების ჩათვლით, რაც, ცხადია, ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილად არ აწყობდა, მით უმეტეს, როცა ქვეყანა მალე სამოქალაქო ომში გადაეშვებოდა, ამიტომ საქმეში ჩაერთო ცენტრალური დაზვერვის სააგენტო (CIA).
            მიუხედავად იმისა, რომ აშშ- ცენტრალური დაზვერვის სააგენტოსადმი არც ისე კეთილგანწყობილი ვარ, რთულია არ დააფასო ის დახელოვნებული მანიპულაციის ტექნიკები, რომლებსაც ის იყენებს;
 საპროტესტო ტალღებს, მართლაც, მოჰყვა სამოქალაქო ომი, შესაბამისად აშშ- ცენტრალური დაზვერვის სააგენტომ, ფილიპინებში გაგზავნა ედუარდ ლენსდეილი (Edward G.Lansdale). ეს უკანასკნელი, ოფიციალურად სამხედრო მრჩეველის რანგში ეწვია ფილიპინებს, სინამდვილეში ის იყო CIA-ის პარასამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელი, რომლის მიზანი იყო ოპოზიციური ძალებისა და აჯანყების ჩახშობა.
 მოგვიანებით, ლენსდეილი, თავის წიგნში წერს, რომ ფილიპინების მთავრობა უმოწყალოდ უსწორდებოდა უბრალო მოქალაქეებს, ვინც კი რომელიმე ოპოზიციურ ძალას შეუერთდებოდა. მისივე აღიარებით, კურინო (ფილიპინების პრეზიდენტი) სათავეში მოვიდამასობრივი გაყალბებით“. ლენსდეილი იმასაც ახსენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა, რომელთანაც თვითონ ჰქონდა ურთიერთობა, ჰაკებს უჭერდნენ მხარს და ამბობდნენ, რომისინი იყვნენ მომავლის ტალღადა რომ მხოლოდ სამოქალაქო ომით შეიძლებოდა დიქტატურის გადაგდება, რათა მთავრობაში ისინი მოსულიყვნენ, ვინც ხალხს სურდა.
 ამის მიუხედავად, ლენსდეილი აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ძალადობრივი მთავრობისთვის, რადგან (მისი თქმით) ის იბრძოდაფილიპინელების თავისუფლების დასაცავად“.[9]
 ბევრისთვის, ლენსდეილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში დანერგაფსიქოლოგიური ბრძოლისტაქტიკა.
            ფილიპინებში ჩასვილისთანავე, ლენსდეილის ჯგუფმა დაიწყო ფილიპინელი გლეხების ცრურწმენების, ტრადიციებისა და რელიგიური მითების შესწავლა. საბაზისო ცოდნის დაგროვების შემდეგ, ლენსდეილი და მისი გუნდი ცდილობდნენ შეევიწროვებინათ ჰაკები, გლეხების ცრურწმენების ექსპლუატაციის გზით.
 ჰაკების უმეტესობა, ჩვეულებრივი გლეხები იყვნენ. ბევრმა მათგანმა არ იცოდა წერა-კითხვა და არანაირი განათლება არ ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც ჰაკები ამყარებდნენ, ხოლო ფილიპინების მთავრობას არ სურდა იქ პირდაპირ კონფრონტაციაზე წასვლა, ლენსდეილის გუნდმა გაგზავნა მცირე სპეც.დანაყოფი, რომლებმაც რკინიგზაზე მყოფი, ჰაკების რამდენიმე გუშაგი ჩუმად დაახრჩეს, კისერში წვრილი დანით 2 ხვრელი გაუკეთეს და რკინიგზაზევე დატოვეს. ლენსდეილმა იცოდა, რომ ფილიპინების ამ რეგიონში გავრცელებული იყო ასუანგის (asuang), სისხლისმწოველი ვამპირის მითი.
 რამდენიმე დღე, ცენტრალური დაზვერვის სააგენტო, ამ გზით, ჩუმად კლავდა ჰაკების მილიტარისტული დანაყოფის წევრებს... მცირე ხანში, სოფლის მოსახლეობის თხოვნით და ალბათ თავისივე ნებით, ჰაკებმა დატოვეს სოფელი. უშუალოდ დასახლება კი მთავრობას დანებდა.[10]
            ისტორია იმდენად გასაოცარია, რომ ცოტა დაუჯერებლადაც ჟღერს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ და მსგავსი ოპერაციების შესახებ, თვითონ ლენსდეილი წერს.
 მსგავსი ფსიქოლოგიური ოპერაციები ერთადერთი რამ არ ყოფილა, რომლითაც ცენტრალური დაზვერვის სააგენტო და ფილიპინების არალეგიტიმური მთავრობა, ფილიპინელების თავისუფლებას იცავდა.
            ლენსდეილის რჩევით, ფილიპინების მთავრობამ დახურა უამრავი დამოუკიდებელი რადიო და გამომცემლობა. ამასთანავე, დაარსდა სახელმწიფო რადიო სადგურები, რომლის მეშვეობითაც, ფილიპინების მთავრობა თავის ქმედებებს ამართლებდა. ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ ლენსდეილის ბრძანებით, ამერიკელი ჯარისკაცები და ფილიპინების (ამერიკის გაწვრთნილი) არმია, ჰაკების სამხედრო უნიფორმებს იცვამდნენ და სოფლებს აწიოკებდნენ. უმოწყალოდ ხვრეტდნენ მათ, ვისაც საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ჰაკებთან. ცოცხალს მხოლოდ ცოტას ტოვებდნენ, რათა მათ გაევრცელებინათ სიტყვაჰაკების ჩადენილი საშინელებების შესახებ“.
            ჰაკებმა დახმარებისთვის კრემლს მიმართეს, თუმცა საბჭოთა კავშირისგან უარი მიიღეს. 1953 წელს, ჰაკების დაჯგუფება პრაქტიკულად განადგურდა. აშშ- ციხესიმაგრე მტკიცედ იდგა იქაურ ბრუტალურ მთავრობასთან ერთად. მომავალში, აშშ-ის ფილიპინური ბაზები, მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტებად გამოდგნენ ვიეტნამის ომის დროს.

რამდენიმე სიტყვა ჩემ პოზიციაზე

ამ ესეის ფარგლებში, მე მსურს დავანახო მკითხველს ის კონტექსტი, რომლიდანაც ამოიზარდაცივი ომიდა წარმოვადგინო ისტორიის ცოტა უფრო დეტალური ანგარიში, რომელზე საუბარიც დღევანდელ პოლიტიკოსებს, ისტორიის ლექტორებს ან თუნდაც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს, ხშირად ავიწყდებათ. უნდა გესმოდეთ, რომ ცივი ომი, 60-იან წლებამდე ბევრად ადრე დაიწყო. ფილიპინების, საბერძნეთის, ჩილეს, მოგვიანებით, 80-იანებში, ნიკარაგუას სამხედრო დაპირისპირებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არ იყო გამოწვვეული საბჭოთა კავშირის ექსპანსიით. ეს ექსპანსია იყო მიზეზი ამერიკის მთავრობისთვის, მოეტყუებინა საკუთარი მოსახლეობა და გაეგრძელებინა გლობალური იმპერიის აგება, სისხლისღვრაზე, დომინირებაზე და გენოციდზე. აშშ სტრატეგიულ ქვეყნებს მაშინ აძლევდა არჩევანის თავისუფლებას, როცა ეს არჩევანი აშშ- აწყობდა. დანარჩენ შემთხვევებში, ფილიპინების და სხვა უამრავი ქვეყნის მაგალითზე, მოქალაქეებს არ ჰქონდათ არჩევანის გაკეთების უფლება.
            მეორე მსოფლიო ომში და მის შემდგომ პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მიზანი, იყო სამხედრო დომინაციის დამყარება მსოფლიოს მასშტაბით. საბჭოთა კავშირის შიში და მაკართიანიზმი, ამ სამხედრო ექსპანსიის სასარგებლო ხელსაწყოებად გამოდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნატო საბჭოთა კავშირისექსპანსიისშესაჩერებლად შეიქმნა და ამერიკის სამხედრო დანახარჯებიც პიკში იყო, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე არც ნატო გაუქმდა და აშშ- სამხედრო დანახარჯებიც, როგორც ჩანს, უსასრულოდ იზრდება.
მსგავსი პრაქტიკა, იმპერიალისტური სახელმწიფოებისთვის ხშირია. სუპერსახელმწიფოების მცდელობა, „იზრუნონუცხო ქვეყნის მოსახლეობაზე და არ დაუშვან ის, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ჭეშმარიტად სურთ, საქართველოსაც გამოუცდია. სამწუხაროდ, ამერიკული მზრუნველობის გემო ნაკლებად გავიგეთ. ჩვენზე, თავის დროზე, რუსეთმაიზრუნა“. ალბათ, ყველამ ასე თუ ისე იცით საქართველოს თანამედროვე ისტორია, ამიტომ დეტალებში არ შევალ. მთავარი აქ ის არის, რომ კაცობრიობის ბატონების ერთ-ერთი მთავარი მაქსიმაა, რომ ხალხზე უკეთ მთავრობამ (ხშირად უცხო ქვეყნის) იცის, რა სურს ხალხს.
            იმპერიალიზმი არ არის კონკრეტული პოლიტიკური წყობის მახასიათებელი, იქნება ეს კომუნიზმი, მონარქია, ოლიგარქია თუ ლიბერალური დემოკრატია. წლების მანძილზე, ქვეყანა, რომელიც კონსტიტუციურად იცავს სიტყვის თავისუფლებას და განმანათლებლობის ეპოქის, ლიბერალურ ფილოსოფიაზე დგას, ჩართული იყო (ახლაც არის) სისხლისმღვრელ, არაადამიანურ ტერორიზმში.
 ხშირად, როცა ამხანაგებთან საუბრისას, ხაზს ვუსვამ ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტულ ქმედებებს ან უბრალოდ, ისტორიულ ფაქტებს აღვნიშნავ, „რუსეთუმეობასმომაწერენ. ზოგი იმასაც კი მეუბნება, რომ რუსეთის საქმეს ვაკეთებ იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის საგარეო პოლიტიკას ვაკრიტიკებ. რამდენიმეს თქმით, მე ანტი-ამერიკანიზმს ვავრცელებ. დაუფიქრდით რამდენად ტოტალიტარულად ჟღერს ეს ყოველივე. მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით მიკვირს მემარჯვენეებისგან, რომლებიც სახელმწიფოს და ზოგადად მთავრობას ხშირად ძალადობრივ, თავისუფალი ნების შემზღუდველ იარაღად აღიქვამენ.
            მე არ ვემხრობი ტერორიზმს, არ აქვს მნიშვნელობა ის ამერიკულია, რუსული თუ ისლამისტური. ვიმედოვნებ, რომ ადამიანთა ის მცირე ჯგუფი, რომელიც ჩემს სტატიებს კითხულობს, სწორად გაიგებს ჩემ მიზნებს და შეხედულებებს.

კორეა 1945-1953
            კორეის ომი განსაკუთრებულად საინტერესოა; პირველ რიგში იმიტომ, რომ მასზე ძალიან ბევრი, არასწორი წარმოდგენა არსებობს და ისტორია საკმაოდ ცალმხრივად განიხილება. საინტერესოა კიდევ იმიტომ, რომ დღეს აშშ-ის მთავრობის და მისი პრეზიდენტის განცხადებები ჩრდილოეთ კორეაზე და მასთან ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე, ძალიან საშიში წასაკითხია. ამასთანავე, ჩრდილოეთ კორეაში, ალბათ მსოფლიოში ყველაზე სასტიკი და ამაზრზენი დიქტატურაა დამყარებული. ამ თავში, დავუბრუნდებით კორეული დაპირისპირების წარსულს, თან ვეცდები რამდენიმე სიტყვა ვთქვა აწმყოზე და შესაძლო გამოსავალზე.
 პოპულარული მოსაზრების თანახმად, კორეის ომი დაიწყო 25 ივნისს, 1950 წელს, როდესაც ტოტალიტარულმა ჩრდილოეთ კორეამ, საბჭოთა კავშირის დახმარებით, შეუტია სამხრეთ კორეას. რის საპასუხოდაც, ამერიკის შეერთებული შტატები ომში ჩაერთო, დემოკრატიული სამხრეთ კორეის დასაცავად. შესაბამისად, კორეულ დაპირისპირებაზე, აშშ- ნაკლებად ადანაშაულებენ იმპერიალიზმში ან არალეგიტიმურ ქმედებებში. ამ კონფლიქტის განხილვისას, ცოტა თუ ამახვილებს ყურადღებას ომის დეტალებზე. ერთი შეხედვით ისტორია საკმაოდ აშკარაა: ამერიკამ და გაერომ დაიცვა სამხრეთ კორეა, ტოტალიტარული საფრთხისგან. რეალური ისტორია ამაზე ცოტა უფრო დახვეწილი:

 მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, მცირე პერიოდში, აშშ-მა უზარმაზარი სამხედრო დანაყოფი გაგზავნა კორეის ნახევარკუნძულზე , იაპონელი ფაშისტების გასაძვებლად. 38- პარალელზე დაწესდა დემარკაციის ხაზი სსრკ-სა (რომელიც ფაშისტებს ჩრდილოეთით ებრძვოდა) და აშშ- შორის. საზღვრის დაწესება, მიზნად არ ისახავდა კორეის, ორ ქვეყანად გაყოფას. თუმცა, ცივი ომის გააქტიურებამ, ყველაფერი შეცვალა.
 მოგვიანებით, ორივე მხარე, თავისი ადგილობრივი, თოჯინა-მთავრობებით, მიზნად ისახავდა კორეის გაერთიანებას, თუმცა ცხადია არსებობდა იდეოლოგიური დაპირისპირება და უთანხმოება, იმის შესახებ, როგორი უნდა ყოფილიყო (ახალი) კორეა. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ, თვითონ კორეელებს, არავინ არაფერს ეკითხებოდა.
 აქ უნდა ითქვას, რომ ომი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, 1950 წლის ივნისამდე მიმდინარეობდა. გთავაზობთ გაეროში, აშშ- დელეგატის, უორენ ოსტინის განცხადებას:

 „ ხელოვნურ ბარიერს, რომელმაც გაყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, არ აქვს მიზეზი იარსებოს, არც კანონიერად და არც ლოგიკურად. არც გაერთიანებული ერები, მისი კომისია კორეაში და არც კორეის რესპუბლიკა [სამხრეთ კორეა] არ ცნობენ ამ საზღვარს. ალხა, ჩრდილოეთ კორეამაც, კორეის რესპუბლიკაზე თავდასხმით, უარყო ამ ხაზის [38 პარალელი] არსებობა“.
            შეტაკებები პარალელის გასწვრივ ჩვეულებრივი მოვლენა იყო წლების მანძილზე;
 სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილის ჯისაპმა (ინგ. Philip C. Jessup), 1950 წლის აპრილში განაცხადა:
 „ არსებობს მუდმივი ბრძოლა სამხრეთ კორეის ჯარსა და ბანდებს შორის, რომლებიც თავს ესხმიან სამხრეთს, ჩრდილოეთიდან. მიმდინარეობს შეტაკებები, სადაც ჩართული არის, ათასიდან ორიათასამდე კაცი. თუ თქვენ ამ საზღვართან მიხვალთ, როგორც ეს მე ვქენი, თქვენ დაინახავთ სამხედროების გადაადგილებებს, გამაგრებებს და ომის ტყვეებს“.
 ამ კონტექსტიდან გამომდინარე, აშკარაა, რომომი“ 1950 წელს, მხოლოდ ფორმალურად დაიწყო. ერთადერთი განსხვავება ’50 წლის შეტაკებებს და მანამდე არსებულ შეტაკებებს შორის, იყო მასშტაბი და მონაწილე სამხედროების რაოდენობა. ჩრდილოეთ კორეის ვერსიით, 1950 წლის 25 ივნისამდე, რამდენიმე დღის მანძილზე, სამხრეთი გამუდმებით ბომბავდა ჩრდილოეთს. 25 ივნისს კი, სამხრეთ კორეის სამხედროები თავს დაესხნენ, დასავლეთით მდებარე ქალაქს-ჰაეჯუს.
            ეს ინფორმაცია, მოიპოვება ჩრდილოეთ კორეის გამოცემულ წიგნში; „ აშშ-ის იმპერიალისტებმა დაიწყეს კორეული ომი“. წიგნი 1977 წელს არის გამოცემული (არ მკითხოთ ხელში როგორ ჩამივარდა) და შეიცავს გასაოცრად აბსურდულ მტკიცებებს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ჩრდილოეთ კორეელების სისხლს სვამდნენ და ., თუმცა რამდენიმე ფაქტი, რომელიც აღნიშნულია საკმაოდ ახლოს არის ჭეშმარიტებასთან;
 აღსანიშნავია, რომ 26 ივნისს, გაერთიანებული ერების კომისია უკვე აღარ იმყოფებოდა 38- პარალელზე (კომისიამ საზღვარი 4 დღით ადრე დატოვა). კომისიის განცხადებები იმის თაობაზე, თუ რა მოხდა 22 ივნისის შემდგომ პერიოდში, მხოლოდ სპეკულაციაა.
 ამას გარდა, 26 ივნისის დილას, სამხრეტ კორეის საჯარო ინფორმაციის ოფისმა (ინგ. South Korean Office of Public infromation), განაცხადა, რომ სამხრეთ კორეამ მართლაც დაიკავა ჩრდილო-კორეული ქალაქი- ჰაეჯუ.[11]
 ოდნავ მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეა მანამდე დაესხა თავს სამხრეთ კორეულ დასახლებებს, ხოლო ჰაეჯუს აღებას, ადგილი ჰქონდა 25 ივნისს, ღამით. კიდევ უფრო მოგვიანებით, სამხრეთ კორეის მთავრობამ საერთოდ უარყო ჰაეჯუზე შეტევა და დეზინფორმაცია სამხედრო ოფიცერს დააბრალა.
 დროთა განმავლობაში, 25-26 ივნისის მოვლენების შესახებ გაკეთებული განცხადებების, კორექტირება-შეცვლა, მაიძულებს ვიფიქრო, რომ სამხრეთ კორეის, ჩრდილოეთ კორეის და აშშ- გაკეთებული განცხადებები, მაინცდამაინც სანდო არ არის.
            რამდენიმე ბრიტანულ გაზეთში, მაგალითად ლონდონის “Daily Herald”-ში და “The Guardian”-შიც, გაჟღერდა მსგავსი ინფორმაცია_ სამხრეთ კორეის ჯარებმა წარმატებით დაიკავეს ჰაეჯუ. სტატიიდან ამონარიდებს გთავაზობთ უცვლელად, ინგლისურად;
 “ American military observers said the Southern forces had made a successful reieving of the town of Haeju”- Daily Herald, 26 ივნისის გამოცემა.
“ American officials confirmed that the Southern troops captured Haeju”.
 მსგავსად, New York Herald Tribune-ში დაიბეჭდა, ასევე 26 ივნისს, რომსამხრეთ კორეელი ჯარისკაცები გადაცდნენ 38 პარალელს... რათა აეღოთ მწარმოებელი ქალაქი- ჰაეჯუ, გამყოფი ხაზის ჩრდილოეთით...“
            25 ივნისის მოვლენებზე, ჯონ გუნთერი (ინგ. John Gunther), რომელიც გენერალ დაგლას მაკართურის ბიოგრაფიას წერდა და ომის ოფიციალურად დაწყების პერიოდში, კორეაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ რამდენიმე ამერიკელმა გენერალმა მას უთხრა, რომსამხრეთ კორეამ, ჩრდილოეთ კორეას შეუტია“.[12]
 აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სინგმან რი ხშირად გამოთქვამდა ჩრდილოეთზე სამხედრო თავდასხმის სურვილს. ნიუ იორკ თაიმისის 26 ივნისის გამოცემაში, ასევე ვკითხულობთ;
 „ ... რიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი არმია შეუტევდა ჩრდილოეთს, თუ ის თანხმობას მიიღებდა უოშინგტონისგან.“ გაზეთში ასევე ნათქვამია, რომსაუბარი ომის დაწყებაზე, ძირითადად მხოლოდ სამხრეთ კორეის ლიდერებისგან მოდის.“
 სტენლი ერლი, რომელიც მრჩეველის სტატუსით იმყოფებოდა სამხრეთ კორეაში ამბობს, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა იყომოძალადე რეჟიმი“, რომელიცარაფერს აკეთებდა ხალხის დასახმარებლადდა რომსამხრეთ კორეის შიდა აჯანყება, რის მთავრობის წინააღმდეგ, უზარმაზარ მასშტაბს მიაღწევდა, ომი რომ არ დაწყებულიყო.“[13]
            ყოველივე ზემოთხსენებული საკმარისი მიზეზია ვიფიქროთ, რომ სამხრეთ კორეამ მართლაც შეუტია ჰაეჯუს. ეს თავდასხმა ნამდვილად განსხვავებულია, იმ დაპირისპირებებისგან, რომელიც 1950 წლამდეც მიდიოდა სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის. მანამდე ქალაქის დაპყრობა, ჯავშან-ტექნიკის და არტილერიის გამოყენება უცხო იყო კონფლიქტისთვის. ჰაეჯუს შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს. მოგვიანებით, ეს დადასტურდა კიდეც.
            1950 წლი 26 ივნისს, აშშ-მა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წინაშე წარადგინა რეზოლუცია, სადაც აშშ ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებდაარაპროვოცირებული აგრესიაში“. ანუ აშშ-ის წარმომადგენლების თქმით, ჩრდილოეთი დაესხა სამხრეთს ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე. რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლმა მოითხოვა (მათ შორის კომუნისტური ბლოკის ქვეყნების), რომ ეს დაპირისპირება განხილული ყოფილიყო როგორც სამოქალაქო ომი. იგივე წევრები ასევე მოითხოვდნენ, რომ რეზოლუციიდან ამოღებულიყოარაპროვოცირებული“, მტკიცებულებების უკმარისობის გამო. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ, ეს მოთხოვნები უარყო. გაერომ ასევე არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომ საბჭოზე წარმოდგენილი ყოფილიყო ჩრდილოეთ კორეის მხარე. [14]
 უნდა აღინიშნოს, რომ იმდროინდელი გაერო ბევრად უფრო მიკერძოებული იყო ვიდრე დღეს. ამის მიზეზი ძირითადად ის არის, რომ იმ დროს, გაეროში მეტწილად დასავლეთის ქვეყნები შედიოდნენ, რომლებიც მნიშვნელოვნად იყვნენ მიჯაჭვული ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურ დახმარებაზე.
            როგორც მოგვიანებით გაირკვა, გაეროს გენერალურმა მდივანმა- ტრიგვი ლაიმ (ინგ. Trygve Lie), 1949 წელს გააფორმასაიდუმლოხელშეკრულება აშშ-სთან, რომლის თანახმადაც, ის გაეროდან იმ ინდივიდებს გაათავისუფლებდა, რომლებსაცარასწორიპოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ.[15] მოგვიანებით, ეს თვითონ ლაიმ დაადასტურა თავის წიგნში “Cause for Peace” (ვიცი, ირონიულია).
 გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით, ომს ჩრდილოეთ კორეისგანდასაცავად“, გაუძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა საომარ მოქმედებებში კიდევ 16 ქვეყანა მიიღებდა მონაწილეობას.
            ყველაზე ირონიული ამ ყოველივეში კი ისაა, რომკორეის ხალხის რესპუბლიკა“ (KPR), საბჭოთა კავშირის ომში ჩართვამდე ბევრად ადრე დაარსდა და მიუხედავად იმისა, რომ სახელი კომუნისტურად ჟღერს, თავიდან ის არც კომუნისტური იყო არც სოციალისტური. კორეის ხალხის (პროვიზიული) რესპუბლიკის პოლიტიკურ რანგებში, იყვნენ კონსერვატორებიც და მემარჯვენეებიც, მათ შორის სამხრეთ კორეის მომავალი მეთაური- რი. [16]
            სინგმან რიმ, რომელმაც დატოვა კორეის ხალხის რესპუბლიკა , მოგვიანებთ მთლიანი ორგანიზაცია არალეგიტიმურად სცნო (მაშინ როცა მას საკმაოდ ბევრი უჭერდა მხარს) და მიემხრო, „აშშ-ის არმიის სამხედრო მთავრობას კორეაში“ (ინგ. US Army Military Government in Korea). სახელი ალბათ გეუბნებათ რამდენად დემოკრატიული იყო სამხრეთ კორეის მთავრობა.
            აქ ისიც უნდა ითქვას, რომაშშ-ის არმიის სამხედრო მთავრობას კორეაში“-, საშუალება მისცა, ფაშისტური იაპონიიდან შემორჩენილ ბიზმენებს, რომლებმაც ომით და სისხლისღვრით გამოსძალეს კორეელებს რესურსი და ქონება, დაეკანონებინათ თავიანთი ქონება და აგრარული სექტორის საკმაოდ დიდი ნაწილი.[17]
 მაშინ, როდესაც კორეის ჩრდილოეთ ნაწილში, „კორეის ხალხის რესპუბლიკამდაიწყო მიწის რეფორმა, რის შედეგადაც გლეხებს დაუკანონდათ მიწები, სამხრეთ კორეამ მსგავს რეფორმაზე, ხალხის მოთხოვნის მიუხედავად, უარი თქვა.[18] გასაოცარ ირონიას ალბათ თქვენც ამჩნევთ; იდეაში კომუნისტურიკორეის ხალხის რესპუბლიკამიწებს უკანონებს გლეხებს, როდესაც კაპიტალისტური სამხრეთ კორეა, მსგავს რეფორმაზე უარს აცხადებს.
            გლეხთა ის ნაწილი, რომლებიც 38- პარალელის სამხრეთით აღმოჩდნენ, ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ მათი მიწები, ისევ იაპონელებს დაუკანონდათ. პროტესტის და გასაჩივრების მერე, ადგილი ჰქონდა იაპონელებზე და პოლიციაზე თავდასხმებს, რომლებიც სამხრეთ კორეამ და აშშ-მა ცხადია საბჭოთა კავშირის დაფინანსებულ სამხედრო გადატრიალების მცდელობას მიაწერა. შესაბამისად, სამხრეთის მთავრობამ, წამოიწყო ანტი-სეპარატისტული ოპერაციები, სადაც კომუნიზმში ეჭვმიტანელები ან ჩრდილოელების დახმარებაში ეჭვმიტანილები, (უბრალო გლეხები, ქალები, კაცები და ბავშვებიც) უმოწყალოდ დახვრიტეს და სოფლები ააწიოკეს.[19]
 ამ ქმედებების შესახებ, მარტოანტი-დასავლელებიარ იუწყებიან. ამაზე წერს, ჯონ კი ჩენგ -, რომელიც საკმაოდ პროდასავლური კაცი გახლდათ. ის ასევე ახსენებს ანტი-სეპარატისტული ომის ყველაზე სისხლიან ეპიზოდს, როდესაც პატარა სოფლის მოსახლეობა (600 ადამიანი, ბავშვების ჩათვლით), რომელთაც ბრალი ედებოდათ კომუნისტების რძით და პურით მომარაგებაში, ვიწრო მდელოზე განათავსეს და უმოწყალოდ ჩაცხრილეს ტყვიამფრქვევებით.[20]
 სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა ომის დაწყების შემდეგ, როდესაც სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, დაიწყესსავარაუდო კომუნისტების“ (ანუ განა ჩრდილოეთ კორეის მხარდამჭერების, არამედ უბრალოდ, სავარაუდოდ იდეოლოგიურად კოუმინისტების) დახვრეტა. ამის შესახებ წერს BBC-ის ჟურნალისტიც, რენე კათფორთი;
 „ პოლიციის მიერ, კომუნისტად მიჩნეული მოქალაქეების დახვრეტას, სასამართლოს გარეშე, ძირითადად გამთენიისას ჰქონდა ადგილი. სადმე ნაგავსაყრელზე ან ქალაქგარეთ მოქალაქეებს ამოთხრილი საფლავების წინ აყენებდნენ და ისე ესროდნენ“.
 გრეგორი ჰენდერსონმა, რომელიც 7 წლის განმავლობაში, აშშ-ის დიპლომატი იყო სამხრეთ კორეაში, განაცხადა, რომსავარაუდოდ 100,000 ადამიანი მოკლეს ყველანაირი სასამართლოს გარეშე“, რაზეც ცხადია, აშშ-ის ადმინისტრაციამ თვალები დახუჭა.
 თუ რა მოხდა 1950 წლის 26 ივნისის შემდეგ, ალბათ ყველამ იცით. კორეული ომი, ერთ-ერთი ყველაზე სისხლიმსღვრელი და სასტიკი აღმოჩნდა მეოცე საუკუნის ისტორიაში. კორეა ორად გაიყო და ჩრდილოეთით დამყარდა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რეჟიმი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც შუა საუკუნეების სტანდარტებითაც კი ამაზრზენად ტოტალიტარულია. თუმცა ყველაზე ამაზრზენი აქ ის არის, რომ ამ ყოველივეს თავიდან აცილება შეიძლებოდა;
            კორეის ხალხის რესპუბლიკა ყოველთვის კომუნისტური არ ყოფილა და მისი სამხედრო იერიშები ყოველთვის არ ფინანსდებოდა საბჭოთა კავშირისგან. უშუალო საომარი მოქმედებები კორეის ხალხის რესპუბლიკას არ დაუწყია და ჰაეჯუზე შეტევა სამხრეთ კორეის მიერ არ იყოთავდაცვაან მშვიდობისთვის ბრძოლა... რატომ არ ცნო გაერომ კორეული დაპირისპირება სამოქალაქო ომად, ისევე როგორც ეს მოხდა პაკისტანი-ინდოეთის, და რამდენად ირონიულიც არ უნდა იყოს, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის შემთხვევაში? ამ კითხვებზე პასუხი მკითხველმა გასცეს. როგორც არ უნდა იყოს, ძალიან ნათელია, რომ აშშ-ის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის საგარეო პოლიტიკა, არანაირად არ ისახავდა მიზნადდემოკრატიისგავრცელებას.
 ჩრდილოეთ კორეის, ყველაზე სასტიკ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არ იყო ბუნებრივი მოვლენა (შეგახსენებთ, კორეის ხალხის რესპუბლიკა, თავიდან კომუნისტური არც ყოფილა). ასეთი რადიკალური კორეის ჩამოყალიბება, იო მასობრივი აგრესიის, დახვრეტების და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტის შედეგი, რომელსაც აშშ მხარს უჭერდა. მარტო იმიტომ, რომ კორეას ჩინეთი და საბჭოთა კავშირი ესაზღვრებოდა. როგორ უნდა დაეშვა ამერიკის შეერთებულ შტატებს მშვიდობიანი მოლაპარაკებები ან დიპლომატიური შეთანხმებები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმ ბავშვებს, რომლებიც ტყვიამფრქვევით ჩაცხრილეს მიყრუებული სოფლის მდელოზე, ჯერ კარგად აუხსნეს, რომ სამხრეთ კორეა და აშშ, დემოკრატიისთვის იბრძოდნენ და მათ სწორედ ამიტომ კლავდნენ. ეჭვი არ მეპარება ბავშვებსაც გაუხარდებოდათ, როდესაც ტყვიამფრქვევებიდან წამოსულ დემოკრატიას, გემოს გაუგებდნენ.
 დღეს, აშშ, ჩრდილოეთ კორეას პროვოკაციებში და ბირთვული იარაღის განვითარებაში ადანაშაულებს. საინტერესო ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეა, ბოლო ათწლეულების მანძილზე, არაერთხელ დათანხმდა ბირთვული პროგრამის შეჩერებას, იმ პირობით თუ აშშ შეწყვეტდა სამხედრო მანევრებს, ახლომახლო საზღვაო ტერიტორიებზე. ან თუ ოდნავ შეამსუბუქებდა სანქციებს. 2012 წელს, კიმ ჯონგ უნი დათანხმდა ბირთვული პროგრამის შეჩერებას, ჰუმანიტარული დახმარების (რეალურად უბრალოდ საჭმლით დახმარების) სანაცვლოდ.[21] მსგავსი შეთანხმებები მიღწეული იყო უფროსი ბუშის, კლინტონის და ობამას პრეზიდენტობის პერიოდებში, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივა არცერთს არ ჰქონია. ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებას ჩრდილოეთ კორეა არღვევდა (რასაც საკმაოდ ობიექტური მიზეზები ჰქონდა).
ზუსტად რა პოლიტიკა უნდა წარმართოს აშშ-ის მთავრობამ, ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ვერ ვიტყვი. თუმცა აშკარაა, რომ საომარი მოქმედებების დაწყება დამანგრეველი იქნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კორეას აქვს ბირთვული იარაღი. საომარი კონფრონტაცია ჩრდილოეთ კორეასთან, გულისხმობს ბირთვული ომის დაწყების რისკს. შესაძლოა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, ატომური იარაღი აშშ-ის საზღვრებს ვერ მიაწვდინოს, თუმცა შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეა და იაპონია თავისუფლად შეიძლება მოექცნენ ატომური იარაღის მოქმედების არეალში. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ გააკეთონ გარკვეული დათმობები. ერთადერთი გამოსავალი, ამ სიტუაციიდან, არის დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლება. ყოველ წელს, ეს უფრო და უფრო რთულდება.









ფილიპინები

[1] Charles S.Olcott, The Life of William McKinley ; სიტყვით გამოსვლა მეთოდისტი პისკოპური ეკლესიის წარმომადგენელი ჯგუფისთვის
[2]  D.M Condit, Bert H.Cooper, Challenge and Response in Internal Conflict, Volume 1, The Experience in Asia p.481, (კვლევა ჩატარებულია აშშ- სამხედრო დეპარტამენტისთვის, უოშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის მიერ)
[3] William J.Pomeroy, An American Made Tragedy pp.74-77
[4] New York Times, 19 December 1952, p.13
[5] Phillipines: A Country Study, p.44
[6] Pomeroy, p.20, Taruc, pp. 214-227, New York Times, 20 May 1946
[7] Eduardo Lachica, Huk: Phillipine Agrarian Society in Revolt, p.121
[8] George E. Taylor, The Phillipines and the United States: Problems of Partnership, pp. 114-115
[9] Edward G.Lansdale, In the Midst of Wars, pp.24-30, 47.
[10]Edward G.Lansdale, In the Midst of Wars, pp.24-30, 47

კორეა

[11] New York Times, 26 June 1950. P. 1
[12] William Bum, Korea 1945-1953 Was it all that it appeared to be? P.47
[13] New York Times, 26 june 1951. P. 2
[14] Blum, p.48
[15] Shirley Hazzard, Countenance of Truth: The United Nations and the Waldheim Case, pp.13-22. Trygve Lie, In the Cause of Peace, p.389
[16]Bruce Cummings, The Origins of the Korean War: Liberation and the Emergence of Separate Regimes, 1945-1947
[17] Cummings, pp.152-156
[18] Blum, p.50
[19] John Kie-Chiang Oh, Korea: Democracy on Trial, p.35
[20] Oh, p.206
[21] New York Times, 29 February 2012.

Comments

Popular posts from this blog

გლობალური დათბობა, პოლიტიკა და მეცნიერება

ეძღვნება ვატოს 2019 წლის 23 სექტემბერს, 16 წლის აქტივისტი- გრეტა ტუნბერგი გაეროში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა საკმაოდ ბანალური იყო, როგორც ეს ზოგადად გაეროში სიტყვით გამოსვლებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა აქტივისტის სიტყვებს საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა. კლიმატის ცვლილების „სკეპტიკოსებმა“ მალევა დაიწყეს 16 წლის ბავშვის ლანძღვა და მისთვის ბრალდებების წაყენება, თითქოს ტუნბერგს „იყენებდნენ“, თითქოს მისი ემოციურობა ფარსი იყო. ზოგს აქტივისტის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვია, მაგრამ იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ სიტყვით ბ ა ვ შ ვ ი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მოსაზრებას, რომ ტუნბერგი უბრალო თოჯინაა. ისინი ვინც, ამას ამტკიცებენ რატომღაც მიიჩნევენ, რომ 16 წლის ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ან არ შეუძლია იყოს ემოციური. უშუალოდ ის ფაქტი, რომ ემოციურობა საჯარო სივრცეში ავტომატურად მონათლულია არაგულწრფელობად, საკმაოდ შემაძრწუნებელი ფაქტია და კარგად მიანიშნებს საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.   ტუნბერგის გამოსვლამ, უფრო სწორად მისი გამოსვ

ედვარდ ჰოპერის მხატვრობა

 ბლოგებს და ბლოგერებს ზოგადად ძალიან ირონიულად ვუყურებდი, თუმცა ეჭვი მქონდა, რომ ოდესმე მეც მოვირგებდი "ბლოგერის" სტატუსს, რადგან უმეტეს შემთხვევებში რასაც დავცინი, ბოლოს სწორედ ის ვხდები. თავის გამართლებად ეს საკმარისი იქნება, ახლა დროა საქმეს შევუდგეთ.  დღეს ჩემი განხილვის საგანი იქნება ამერიკელი რეალისტი მხატვრის, ედვარდ ჰოპერის ესთეტიკა. ანუ ვეცდები ავხსნა რა მხატვრულ ხერხებს ხმარობს ის გარკვეული ეფექტის მისაღწევად.   სანამ უშუალოდ რამის გარჩევას დავიწყებდე, მინდა ავღნიშნო რომ მეოცე საუკუნის ამერიკულ მხატვრობაში, ყველაზე მეტად გავრცელებული თემატიკებია; მარტოობა და გაუცხოება. ეს "ტრენდი" ალბათ გამოწვეულია მეორე მსოფლიო ომით, საბჭოთა კავშირთან იდეოლოგიური ჭიდილით და რა თქმა უნდა წარმოუდგენლად დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით. (დეტალებს შემდეგი პოსტისთვის შემოვინახავ)  დასავლური მხატვრობის ისტორიაში გაუცხოების განცდის შესაქმნელად მხატვრები ძალიან კონკრეტულ ხერხებს მიმართავდნენ. პირველ რიგში ფერები უნდა ყოფილიყო ცივი, მაგრამ ძალიან კონტრასტული. სინათლე უნდა მოდ

თანამედროვე სექსიზმი და ევოლუციური ფსიქოლოგია (feat.Jordan Peterson)

 21-ე საუკუნის დებატები პოლიტიკურ და სოციალურ ფილოსოფიაში ნამდვილად აქამდე არნახულია. იმიტომ არა, რომ 21-ე საუკუნეში ახალმა დებატებმა იჩინეს თავი (მცირე გამონაკლისების გარდა; გლობალური დათბობა, მასობრივი მიგრაცია) არამედ იმიტომ, რომ დებატები განახლდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც თითქოს წარსულს ჩაბარდა და ამჟამად მათზე თითქოს კონსენსუსი არსებობს. მაგალითად განახლდა დებატები ეთნოსახელმწიფოების არსებობის ლეგიტიმაციაზე, ინტელექტის რასობრივ განსხვავებებზე და ბოლოს ფემინიზმის ლეგიტიმურობაზე. ახლად აღმოცენებული (ძველი) საკითხების აქტუალობას ბევრი უკავშირებს კაპიტალიზმის ან ლიბერალიზმის კრიზისს, ზოგი სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ერას და ა.შ. ეს მოსაზრებები თავისთავად საინტერესოა, თუმცა ერთი რამ მაინც აშკარაა. რაც არ უნდა განაპირობებდეს ანტი-ფემინისტური, ანტი-პლურალისტური და ანტი-ინტერნაციონალისტური განწყობების აღმოცენებას, ის ცუდი არგუმენტები რომლებსაც ეს დისკურსები ემყარებოდა, ისევ ცუდი არგუმენტებია და ამას დრო, კარგად აჩვენებს.  ანტი-ფემინისტური დისკურსის მთავარი არგუმენტის კარიკატ