Skip to main content

ედვარდ ჰოპერის მხატვრობა

 ბლოგებს და ბლოგერებს ზოგადად ძალიან ირონიულად ვუყურებდი, თუმცა ეჭვი მქონდა, რომ ოდესმე მეც მოვირგებდი "ბლოგერის" სტატუსს, რადგან უმეტეს შემთხვევებში რასაც დავცინი, ბოლოს სწორედ ის ვხდები. თავის გამართლებად ეს საკმარისი იქნება, ახლა დროა საქმეს შევუდგეთ.
 დღეს ჩემი განხილვის საგანი იქნება ამერიკელი რეალისტი მხატვრის, ედვარდ ჰოპერის ესთეტიკა. ანუ ვეცდები ავხსნა რა მხატვრულ ხერხებს ხმარობს ის გარკვეული ეფექტის მისაღწევად. 
 სანამ უშუალოდ რამის გარჩევას დავიწყებდე, მინდა ავღნიშნო რომ მეოცე საუკუნის ამერიკულ მხატვრობაში, ყველაზე მეტად გავრცელებული თემატიკებია; მარტოობა და გაუცხოება. ეს "ტრენდი" ალბათ გამოწვეულია მეორე მსოფლიო ომით,
საბჭოთა კავშირთან იდეოლოგიური ჭიდილით და რა თქმა უნდა წარმოუდგენლად დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით. (დეტალებს შემდეგი პოსტისთვის შემოვინახავ)
 დასავლური მხატვრობის ისტორიაში გაუცხოების განცდის შესაქმნელად მხატვრები ძალიან კონკრეტულ ხერხებს მიმართავდნენ. პირველ რიგში ფერები უნდა ყოფილიყო ცივი, მაგრამ ძალიან კონტრასტული. სინათლე უნდა მოდიოდეს ტილოს ერთი წერტილიდან, ხოლო ფონი უნდა იყოს შავი ან ფრიად ჩაბნელებული. ეს "სტანდარტი" თავის დროზე ბაროკო-რომანტიზმის ეპოქაში ჩამოყალიბდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა ექსპრესიონიზმში. (მარხნივ: გოია. მარჯვნივ: მუნქი)
 ეს მეთოდოლოგია გამოიყენება ამერიკულ მხატვრობაშიც, რადგან უდაოდ ეფექტურია. მსგავსი კონტრასტულობა და ცივი ფერთა გამა უხერხულობის, გარკვეულწილად კი იდუმალების შეგრძნებასაც ტოვებს. თუმცა როგორც ხედავთ ფერები არ არის საკმარისი, განწყობის შექმნაში დიდ როლს თამაშობს პერსონაჟების გამომეტყველებაც. ეს კარგად ჩანს მუნქის ავტოპორტრეტშიც რომელსაც თქვენ ახლა უყურებთ. ედვარდ ჰოპერის გენიალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია ჩვენზე იგივე ეფექტი მოახდინოს, ოღონდ ყოველივე ზემოთ ხსენებული სტანდარტის სრული უგულებელყოფით. ამას ის აკეთებს კომპოზიციის და ფერების უნიკალური, გარკვეულწილად კონტრადიქტორული შეხამებით. ამის სადემონსტრაციოდ მოვიყვანოთ მისი რამოდენიმე ნამუშევარი:
1 Night Hawks












 თქვენ ხედავთ 4 ადამიანს შემდეგი თანმიმდევრობით; ერთი ჩვენკენ ზურგით არის მოტრიალებული, მეორე თეთრებში ჩაცმული ბარმენია, სულ ბოლოს კი ვხედავთ ქალბატონს და მამაკაცს. მიუხედავად იმისა რომ ეს ორი ჩვენგან ყველაზე შორს ზის, ყურადღებას სწორედ ისინი იპყრობენ. ამის მიზეზია ქალის წითელი კაბა, რომელსაც ის თითქოს წინა პლანზე გადმოყავს და კაცის ზედმეტად განათებული სახე. ასევე თუ, კარგად დააკვირდებით ამ მამაკაცის ქუდს, დაინახავთ რომ აქ შეცდომაა, რადგან მისი ქუდის მარცხენა მხარე წესით ნაკლებად უნდა იყოს განათებული თუ სინათლე ერთი წყაროდან ეცემა, რაც ერთი შეხედვით ასეც არის რადგან ჩვენკენ ზურგით მჯდომის ტანის მარცხენა ნაწილი ბოლომდე დაჩრდილული არის. თუმცა ეს შეცდომა განგებ არის შესრულებული, რათა ყურადღება წყვილმა მიიპყროს. 
 ახლა კი მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ნახატის პერსპექტივაზე და სიმეტრიაზე;
 სტანდარტულად მხატვრობაში მთავარი მოქმედება ან მთავარი პერსონაჟები ცენტრში არიან ხოლმე, მაგრამ ჰოპერის შემთხვევაში ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. სიუჟეტს ჩვენ ძალიან უცნაური კუთხიდან ვაკვირდებით, თითქოს ამ ქუჩაზე მივსეირნობდეთ და გვერდით ყურებისას გადაგვშლოდეს ამ კაფის ხედი. მის უკანა შუშებს მიღმა აღმართული წითელი შენობის მარჯვენა ნაწილი კი ფრიად ჩაბნელებულია. ქუჩები ცარიელი. ამას ისიც ემატება რომ, ჩვენ წესიერად ვერ ვამჩნევთ ადამიანების გამომეტყველებას, თითქოს არც არანაირი ემოცია არ გააჩნიათ.
 მე ვამტკიცებ რომ, მსგავსი შეგრძნებებს ჩვენში ეს ნახატი თავისი უცნაური სიმეტრიის გამო იწვევს. ჰოპერის ეს მეთოდოლოგია ძალიან თვალნათლად დაინერგა თანამედროვე ფოტოგრაფიაში.
(ანდრო ერაძის ფოტო)

 ამ ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივ ფოტოზე თქვენ ხედავთ ჰოპერის ეფექტს. წახნაგოვანი დეცენტრალიზირებული სტრუქტურები ქმნიან სიმეტრიას, შესაბამისად იკარგება ცენტრალური პერსპექტივის წერტილის არსებობის აუცილებლობა. ეს ფოტოც გარკვეულწილად ბადებს უცნაურ მარტოობის შეგრძნებას. შეიძლება თქვათ რომ, ეს სიცარიელის, პერსონაჟების ნაკლებობის ბრალია. მაგრამ ფოტოში მოცეკვავე მიკი მაუსებიც რომ ჩასვათ ძირითადი განწყობა არ შეიცვლება. ზუსტად იგივე მოვლენის მომსწრენი ვართ ჰოპერის კაფის სცენის შემთხვევაში.

ნახატი ნომერი 2

 ნამუშევარში "ოთახი ნიუ იორკში" ცოტა სხვა ფენომენის მომსწრენი ვხდებით. როგორც ხედავთ ისევ გვიჩნდება განცდა თითქოს წყვილს ან ცოლ-ქმარს ვაკვიდებით, თუმცა საქმეც იმაშია რომ უბრალოდ ვაკვირდებით და არანაირი ემოციური მუხტი არ იგრძნობა. მოვლენებს ჩვენ ფანჯრიდან ვუყურებთ, რაც ამ ორი ადამიანის სამყაროს ჩვენთვის მიუწვდომელს ხდის, ამას გარდა, როგორც უკვე ავღნიშნე მხატვარი დამკვირვებლის როლში გვაყენებს ეს კი დამატებით გვაშორებს პერსონაჟებისგან.
 საბოლოოდ იმას ვიტყვი რომ, ედვარდ ჰოპერის შემოღებულმა ახალმა სტანდარტება დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ფოტოგრაფიაზე და კინოხელოვნებაზე. შემდეგ ესეიში (თუ რაცაა ეს) მინდა ვისაუბრო შვედი რეჟისორის, როი ანდერსონის კინემატოგრაფიაზე. 



Comments

Popular posts from this blog

გლობალური დათბობა, პოლიტიკა და მეცნიერება

ეძღვნება ვატოს 2019 წლის 23 სექტემბერს, 16 წლის აქტივისტი- გრეტა ტუნბერგი გაეროში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა საკმაოდ ბანალური იყო, როგორც ეს ზოგადად გაეროში სიტყვით გამოსვლებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა აქტივისტის სიტყვებს საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა. კლიმატის ცვლილების „სკეპტიკოსებმა“ მალევა დაიწყეს 16 წლის ბავშვის ლანძღვა და მისთვის ბრალდებების წაყენება, თითქოს ტუნბერგს „იყენებდნენ“, თითქოს მისი ემოციურობა ფარსი იყო. ზოგს აქტივისტის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვია, მაგრამ იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ სიტყვით ბ ა ვ შ ვ ი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მოსაზრებას, რომ ტუნბერგი უბრალო თოჯინაა. ისინი ვინც, ამას ამტკიცებენ რატომღაც მიიჩნევენ, რომ 16 წლის ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ან არ შეუძლია იყოს ემოციური. უშუალოდ ის ფაქტი, რომ ემოციურობა საჯარო სივრცეში ავტომატურად მონათლულია არაგულწრფელობად, საკმაოდ შემაძრწუნებელი ფაქტია და კარგად მიანიშნებს საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.   ტუნბერგის გამოსვლამ, უფრო სწორად მისი გამოსვ

აშშ და ვიეტნამის კრიზისი, 1950-1973

აშშ და ვიეტნამის კრიზისი 1950-1956 1947 წელს ჯონ კ. ფეირბენკმა (ინგ. John K. Fairbank ) შემდეგი კომენტარი გააკეთა ამერიკაში აგორებულ „ანტიკომუნისტურ“ ტალღაზე:  „ ჩვენი შიში კომუნიზმისა ნაწილობრივ მომავლის შიშია, რომელიც საბოლოოდ გვიბიძგებს ანტიკომუნისტური პოლიტიკისკენ აზიაში და სხვაგანაც. ამერიკელ ხალხს დააჯერებენ, რომ ანტიკომუნისტური მთავრობების მხარდაჭერა აზიაში რამენაირად დაიცავს ამერიკული სტილის ცხოვრება ს. ამერიკული პოლიტიკის მსგავსი განვითარება საბოლოოდ მიგვიყვანს გარემოებამდე, რომელშიც ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ რეჟიმებს, რომლებიც ეცდებიან ჩაახშონ პოპულარული მოძრაობები აზიაში. ეს ნიშნავს, რომ საბოლოდ ამერიკელი ხალხი იძულებული იქნე ბ ა , ებრძოლოს აზიელ ხალხს.   ამერიკული აგრესია საზღვარგარეთ ასოცირებული იქნება ანტიკომუნისტურ ავტორიტარიზმთან, მისი [ავტორიტარული რეჟიმის] მსხვერპლთათვის, ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები გაიგივებული იქნება ფაშიზმთან... ეს ნამდვილად ასე იქნება, რადგან ამერიკელი ლიბერალებიც კომუნიზმის შიშში შეუერთდნენ პუბლიკას...“ [1]  ზემოხს